საქართველოს 18-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში უნგრეთის 19-წლამდელთა ნაკრები მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა.
ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდის რიგებში ერთადერთი გოლი მეორე ტაიმში მუხრან ბაგრატიონმა გაიტანა. შეხვედრის 84-ე წუთზე კი, საქართველოს გმირად ნაკრების მეკარე პაპუნა ბერუშვილი იქცა, რომელმაც მისი კარის მიმართულებით დარტყმული პენალტი მოიგერია.
ეს ლაშა ფირცხალაიშვილის პირველი მატჩი იყო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე და დებიუტი წარმატებული გამოვიდა.
მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 3 მარტს, ისევ უნგრეთის წინააღმდეგ გამართავს.
ჩვენმა გუნდმა აღნიშნული მატჩი შემდეგი შემადგენლობით ჩაატარა.
საქართველო: ბერუშვილი, ღონღაძე, პირტახია, მორჩილაძე, ხაბურძანია (70. ხიზანიშვილი), ბაგრატიონი, ღურწკაია (63. დათუაშვილი), წულუკიძე (70. ჯაჭვლიანი), ლაცაბიძე, გოცირიძე (79. დვალიშვილი), ბართია (63. ხაბულიანი).
GIPHY App Key not set. Please check settings