“მისი გუნდში ყოლა უდიდესი პრივილეგიაა” – ასე დაასრულა ლიონელ სკალონიმ მატჩის შემდგომი კომენტარი და ცხადია, ამ სიტყვების ლირიკული გმირი, ლეო მესია.
ჩამოწერილი, სამსჯავროზე არაერთგზის გაყვანილი, რიგ მომენტებში ნაკრებისთვის უსარგებლობაში დადანაშაულებული ლეო, რომელმაც გუშინ, შოუ მოიპარა.
მოიპარა კარგი მდგენელია, რადგან ლეომ არათუ ხორვატიას, თანაგუნდელსაც მოჰპარა შოუ. ხულიან ალვარესმა დუბლს მონაგრებული პენალტი კი დაამატა, მაგრამ მესამე გოლის ეპიზოდში ყველაფერს პასუხი გაეცა – ეს, მესის შოუ იყო!
“ხანდახან, ისე ჩანს, თითქოს ჩვენ არგენტინული პერსპექტივიდან ვაფასებთ მესის, მაგრამ განზოგადებითაც იგივე შედეგს მივიღებთ. ყოველი მატჩი, რომელშიც ლეო თამაშობს თანაგუნდელთათვის უდიდესი მოტივაციაა. სხვა არაფერი მაქვს სათქმელი – მესი გოუთია!”.
GIPHY App Key not set. Please check settings