ეროვნულ ლიგაში სამი წრე სრულად მიილია და ჩემპიონობისთვის, თუ სხვა ადგილების დასაკავებლად გადამწყვეტი რბოლა იწყება. 27-ე ტურის ყველა შეხვედრა გუშინ გაიმართა და ლიდერებმა თავიანთი მატჩების მოგება ვერ მოახერხეს.
27-ე ტური
დილა – დინამო ბათუმი 2:2
ლოკომოტივი – დინამო ბათუმი 2:2
სამგურალი – ტორპედო 0:0
შუქურა – თელავი 1:1
სამტრედია – საბურთალო 0:2
ტურის სამტრედიაში გაიხსნა.კრიზისულ პერიოდში მყოფმა “სამტრედიამ” “საბურთალოს” უმასპინძლა და მორიგი მარცხი განიცადა. თბილისელებმა ყველაფერი პირველივე ნახევარში მოამთავრეს, როდესაც აკაკი შულაიამ და გიორგი გულიაშვილმა აიღეს ბექა ქურდაძის კარი. ამ გამარჯვებით ხვიჩა შუბითის გუნდი მესამე ადგილს იკავებს. სამტრედიელები კი, კვლავ ბოლო პოზიციაზე არიან.
ქობულეთის “შუქურამ” ფოთის ფაზისის სტადიონზე საფეხბურთო კლუბ “თელავს” უმასპინძლა და მიუხედავად მატჩის სტარტზევე დაწინაურებისა ანგარიშის შენარჩუნება ვერ მოახერხა. ქობულეთელბი მე-5 წუთზე მიშიკო სარდალიშვილის გოლით დაწინაურდნენ. კახელთაგან ანგარიშის გათანაბრება კი, ირაკლი რუხაძემ მოახერხა. “შუქურას” 27 ტურის შემდეგ, 22 ქულა აქვს და მე-9 ადგილზეა. გიორგი შაშიაშვილის გუნდი ბოლო ადგილოსან “სამტრედიას” 6 ქულით უსწრებს, “თელავი” კი, 26 ქულით მერვეა.
იმერული დერბი გაიმართა წყალტუბოში. “სამგურალმა” ქუთაისის “ტორპედოს” უმასპინძლა. ყოვლად უსახური მატჩი გატანილი გოლების გარეშე 0:0 დასრულდა.
ძალიან საინტერესო და ცოტათი სკანდალური მატჩი გაიმართა საგურამოში. თბილისურ დერბიში “ლოკომოტივი” თბილისის “დინამოს” დაუპირისპირდა და ფრეს დასჯერდა – 2:2.
მატჩში მოვლენები ბოლო ნახევარ საათში განვითარდა. 65-ე წუთზე “დინამო” ზორან მარუშიჩმა დააწინაურა. “რკინიგზელთაგან” ანგარიში ირაკლი სიხარულიძემ გაათანაბრა. სიხარულიძისთვის ეს ეროვნულ ლიგაში გატანილი მე-100 გოლია. 78-ე წუთზე ნიკოლოზ სანდოხაძემ “ლოკომოტივი” დააწინაურა, მაგრამ კახა ცხადაძის გუნდს ქულა ბარს ოსეიმ გადაურჩინა. თბილისის “დინამო” 52 ქულით მე-2 ადგილზეა და ბათუმელ მოსახელეს 5 ქულით ჩამორჩება. “ლოკო” 41 ქულით მე-5 ადგილზეა და სამეულისთვის ბრძოლას აგრძელებს.
ტურის ბოლო შეხვედრა გორში გაიმართა. “დილამ” ბათუმის “დინამოს” არაფერი დაუთმო და ფრეს 2:2 დასჯერდა. გორელები 24-ე წუთზე უსმანე კამარას გოლით დაწინაურდნენ. ანგარიში 34-ე წუთზე ჯამბულ ჯიღაურმა გაათანაბრა. მატჩის 73-ე წუთზე მამუჩაშვილმა ზუსტი 11-მეტრიანი დარტყმით თავისი გუნდი წინ გაიყვანა, მაგრამ სამ წუთში ბათუმელთა კარის ბადე ნიკა გაგნიძემ შეარხია.
ბათუმის “დინამოს” 57 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს ისევ ერთპიროვნულად ლიდერობს. გორის “დილა” კი, 44 ქულით მეოთხე ადგილს იკავებს.
GIPHY App Key not set. Please check settings