ორი ამბავი, რომელიც ერთმანეთს უკავშირდება. ერთი – ხვიჩა კვარაცხელიას მაგარმა თამაშმა უამრავი გრანდის ინტერესი გამოიწვია. მეორე – „სიტიში“ ამბებია და ჭორაობენ, რომ გვარდიოლათი უკმაყოფილო ფეხბურთელების მთელი წყება აპირებს წასვლასო.
Daily Mail წერს, რომ მანჩესტერელები ფიქრობენ გარემარბის პოზიციაზე აიყვანონ ვინმე, ერთი ვარიანტი კი სწორედ ჩვენებური ხვიჩაა, კონკურენტად კი „მილანის“ პორტუგალიელი რაფაელ ლეაო ჰყავს. ისე “სიტის” დაინტერესებაზე ჯერ კიდევ მაშინ დაიწერა (გასულ შემოდგომაზე), როდესაც ხვიჩამ ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულთან” გაიბრწყინა.
რაც შეეხება წამსვლელებს, გუნდს ზაფხულში გიუნდოგანი, უოლკერი, ბერნარდო სილვა და ლაპორტი დატოვებენ, ხოლო “ბაიერნი” ახლახან იჯარით მისულ კანსელოს გამოისყიდის.
მოკლედ, როგორც საქმის ვითარებას ეტყობა, გვარდიოლა ახალ „ქალაქს“ აშენებს, თუ აცალეს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში „სიტიში“ ახალი გუნდი კეთდება.
GIPHY App Key not set. Please check settings