„სიტი“ სარეკორდო ფულს მიიღებს პრემიერლიგაში გამარჯვების გამო.
გუნდს დაახლოებით 166 მილიონ ფუნტს გადაუხდიან, რაც ინგლისის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
გასულ სეზონში პეპ გვარდიოლას გუნდმა 153 მილიონი ფუნტი გამოიმუშავა.
ამ ჩემპიონატში თანხა იზრდება უცხოურ ტელეკომპანიებთან გაუმჯობესებული სატელევიზიო კონტრაქტების გამო.
სავარაუდოდ, საერთო ჯამში, სეზონის შედეგად პრემიერლიგის კლუბები დაახლოებით 2.7 მილიარდ ფუნტს მიიღებენ.
სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე მყოფი „საუთჰემპტონი“ 102.5 მილიონ ფუნტს მიიღებს.
GIPHY App Key not set. Please check settings