„მანჩესტერ სიტის“ 104 წლის გულშემატკივარი ვერა კოენი გარდაიცვალა. ქალს საყვარელი გუნდის არც ერთი თამაში არ გაუცდენია და დაწყებული 1993 წლიდან სულ სტადიონზე იყო.
ვერამ პირველი აბონიმენტი 16 წლის ასაკში იყიდა, ბოლო წლებში კი მას უკვე ყველაზე ასაკოვანი მაყურებლის სახელით იცნობდნენ. ვერას და, ოლგა 100 წლისაა და „მანჩესტერ სიტიზე“ ისიც ძალიან დარდობს.
ვერა კოენს რამდენიმე წლის წინ საყვარელი გუნდის ყოფილი კაპიტანი ვენსან კომპანიც სტუმრობდა. ბელგიელმა ერთგულ გულშემატკივართან ერთად ჩაი მიირთვა.
გარდა ფეხბურთის სიყვარულისა, ვერა ქველმოქმედიც იყო და ადგილობრივი საავადმყოფოსთვის სახსრებს აგროვებდა.
„მთელი „მანჩესტერ სიტი“ დიდ სიყვარულს და თანაგრძნობას გამოხატავს ვერას ოჯახის მიმართ ამ რთულ დროში“, – კლუბმა ოფიციალურ საიტზე სამძიმრის წერილი გაავრცელა.
in ფეხბურთი
GIPHY App Key not set. Please check settings