in

სიტის, მანჩესტერის, ევერტონისა და ლივერპულის ფეხბურთელებს ძაღლები დაიცავენ

„ევერტონმა“ ინგლისის პრემიერლიგის კლუბებს ფეხბურთელთა დაცვასთან დაკავშირებით დახმარება შესთავაზა. კლუბში განგაში მეკარე რობინ ოლსენზე თავდასხმის შემდეგ ატეხეს. შვედი გოლკიპერის სახლში უცნობი პირები შეიჭრნენ და ოჯახს დანებითა და მაჩეტეებით ემუქრებოდნენ. ოლსენმა მძარცველებს ძვირფასეულობა და საკმაოდ ძვირადღირებული საათები გადასცა.

ევერტონის მეკარეს მაჩეტეთი თავს დაესხნენ: ოლსენი ამ დროს ოჯახთან ერთად იყო

„ევერტონის“ ფეხბურთელები შემთხვევამ ძალიან შეაშინა, ამიტომ კლუბმა მათ დაცვის დაქირავება შესთავაზა. კლუბის ხელმძღვანელობა „ლივერპულს“, „მანჩესტერ იუნაიტედს“ და „სიტისაც“ დაუკავშირდა და არსებული საფრთხის შესახებ გააფრთხილა.

პოლიციაში ადასტურებენ, რომ მანჩესტერის სამხრეთ რეგიონში კრიმინალის დონე ძალიან გაიზარდა. არადა, „სიტის“, „იუნაიტედისა“ და სხვა კლუბების მოთამაშეების უმრავლესობა სწორედ ამ რეგიონში ცხოვრობს.

„ევერტონში“ ფეხბურთელებს კიდევ ერთხელ შეახსენეს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, თუკი მათ სახლებში შეიარაღებული მძარცველები შეიჭრებიან. როგორც „დეილი მეილის“ წყარო იუწყება, ზოგიერთი ფეხბურთელი უკვე დაუკავშირდა კომპანიებს, რომლებიც მათ მცველი ძაღლების სერვისით უზრუნველყოფენ.

ასე რომ, ფეხბურთელების ქონებას, სპეციალურ სამსახურთან ერთად ძაღლებიც დაიცავენ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ირაკლი აბუსერიძე: ტყემალაძე აირჩია პოლიციამ და არა მორაგბეებმა – ბრძოლა ახლა იწყება

ჩრდილოეთი და სამხრეთი, ლიდერები და აუტსაიდერები – 27-ე ტურის წინ