ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მეორე სათამაშო დღემ რამდენიმე საინტერესო შედეგი მოიტანა. ძალიან გაუჭირდათ ფავორიტებს. მეტიც, „სიტიმ“ გოლი ვერ გაიტანა, რაც ძალიან იშვიათი შემთხვევაა, თუნდაც ძლიერ „ინტერთან“. თავად ვერ გაიტანა, მაგრამ მეტოქე დაეხმარა თამაშის მიწურულს პსჟ-ს, რომ დებიუტანტი გუნდი დაემარცხებინა.
მანჩესტერ სიტი – ინტერი 0:0
ეს არის მეორე შემთხვევა, როცა პეპ გვარდიოლას მწვრთნელობის პერიოდში “მანჩესტერ სიტიმ” ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩში გოლი ვერ გაიტანა. პირველად ეს 2022 წლის მარტში, “სპორტინგთან” მატჩში მოხდა (0:0).
“ინტერი” მეორე გუნდია, რომელმაც 10-ჯერ დაურტყა კარში “მანჩესტერ სიტის” პირველ ტაიმში. “ეტიჰადზე” პირველად ეს მოახერხა “მონაკომ” 2017 წლის თებერვალში – ასევე 10 დარტყმა.
“ინტერმა” ჩემპიონთა ლიგის ეგიდით პირველი საგარეო ფრე ითამაშა ინგლისურ კლუბთან.
ბრიუგე – დორტმუნდი 0:3
გოლები: 0:1 ბაინო-გიტენსი (76), 0:2 ბაინო-გიტენსი (86), 0:3 გირასი (90+5-პენ)
ჯეიმი გიტენსი (“დორტმუნდი”) არის მეორე ყველაზე ახალგაზრდა (20 წლის და 41 დღის) მოთამაშე, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მატჩში შეცვლაზე შესულმა 2 (და მეტი) გოლი გაიტანა. პირველად ეს დავიდ ტრეზეგემ “მონაკოში” ყოფნისას გააკეთა 1997 წლის ოქტომბერში.
პსჟ – ჟირონა 1:0
გოლი: 1:0 გასანიგა (90-საკ. კარში)
პაოლო გასანიგა (“ჟირონა”) გახდა პირველი მეკარე ესპანური კლუბიდან, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მატჩში ავტოგოლი გაიტანა.
სელტიკი – სლოვანი 5:1
გოლები: 1:0 სკეილზი (17), 2:0 ფურუჰაში (47), 3:0 ენგელსი (56), 3:1 ვიმერი (61), 4:1 მაედა (70), 5:1 იდა (87)
“სელტიკმა” ჩემპიონთა ლიგის ამ სტადიაზე (ჯგუფური ეტაპი / ლიგის ფაზა) მისთვის სარეკორდო ანგარიშით გაიმარჯვა.
არნე ენგელსი გახდა “სელტიკის” მეორე მოთამაშე ჰენრიკ ლარსონის (2001 წლის სექტემბერი, “იუვენტუსი”) შემდეგ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მატჩში გოლიც გაიტანა და შედეგიანი გადაცემაც შეასრულა.
ბოლონია – შახტარი 0:0
“ბოლონიამ” ევროთასებზე 34-ე საშინაო მატჩი ითამაშა დაუმარცხებლად, რაც ამ დროისთვის რეკორდია. მეორე ყველაზე გრძელი საშინაო წაუგებელი სერია (31 მატჩი) ინგლისურ “იფსვიჩს” აქვს.
სპარტა – ზალცბურგი 3:0
გოლები: 1:0 კაირინენი (2), 2:0 ოლატუნჯი (42), 3:0 ლიაჩი (58)
GIPHY App Key not set. Please check settings