in

სისხლიანი მატჩი: როგორ შეცვალა საბჭოთა ჯარების ბუდაპეშტში შეყვანამ ოლიმპიადის მსვლელობა

„სისხლიანი მატჩი აუზში“ – ასეთად დაამახსოვრდათ სსრკ-სა და უნგრეთის შეხვედრა 1956 წლის ოლიმპიადის ფინალში – რამდენიმე ჩხუბი, მატჩის ნაადრევად შეწყვეტა, საბჭოთა ნაკრების გასახდელში ბადრაგის თანხლებით გაყვანა და შემდეგ სპორტსმენების იზოლაცია საკუთარ ქვეყანაშიც კი – სპორტულ შეტაკებას ღრმა ისტორიული ქვეტექსტი ჰქონდა.

რამ განაპირობა კონფლიქტი

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან დიდი დრო არ იყო გასული და ჯერ კიდევ ახსოვდათ უნგრელების ღალატის შესახებ, რომლებიც ჰიტლერის მხარეს იბრძოდნენ. თუმცა ეს ყველაფერი არ ყოფილა. ოლიმპიადამდე ერთი თვით ადრე უნგრეთში პროსაბჭოთა ძალების წინააღმდეგ აჯანყებამ იფეთქა. ამბოხებულები უნგრეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოების წინააღმდეგ გამოვიდნენ, რიგი სტრატეგიული ობიექტები დაიკავეს და განაიარაღეს რამდენიმე სამხედრო ნაწილი. მათ კონტროლქვეშ აღმოჩნდა იარაღის საწყობი და საბრძოლო მასალების ქარხანა. მოსკოვმა ჩარევა გადაწყვიტა და ბუდაპეშტში ჯარი შეიყვანა. აჯანყების ჩახშობა მაშინვე ვერ მოხერხდა და ესეც ასობოთ და ათასობით მსხვერპლის ფასად. წესრიგის დამყარების ასეთ საშუალებას ცივილიზებულ სამყაროში სამხედრო თავდასხმა და უნგრეთის საშინაო საქმეებში ჩარევა უწოდეს.

ამ დღეებში უნგრელი სპორტსმენები უკვე ემზადებოდნენ მელბურნის ოლიმპიადისთვის. საწვრთნელი ბანაკი ბუდაპეშტიდან 35 კმ-ში მდებარეობდა. წყალბურთელებისგან მალავდნენ დედაქალაქში მომხდარის დეტალებს. ქალაქში საბჭოთა ტანკების შეყვანის შესახებ სპორტსმენებმა აეროპორტის რესტორანში შეიტყვეს ავსტრალიაში გაფრენის წინ. რუსების წინააღმდეგ საკუთარი პოზიციის შესახებ გადაწყვეტილება იქვე მიიღეს. მოგვიანებით საბჭოთა მოთამაშე ვიკტორ აგეევი იხსენებდა, რომ უკვე პირველი შეხვედრისას უნგრელებმა ზურგი აქციეს და უარი თქვეს მისალმებაზე. მხოლოდ ერთი მოთამაშე მარკოვიცი მივიდა საბჭოთა გუნდის კაპიტან მშვენიერაძესთან და ხმადაბლა უთხრა, რომ ზემოდან ჰქონდათ მითითება.

სისხლიანი შეტაკება აუზში

უნგრეთის გუნდი იმ დროისთვის მსოფლიო წყალბურთის ლიდერი იყო. ბოლო 5-დან სამ ოლიმპიადაზე სწორედ მათ გაიმარჯვეს (ორჯერ მეორეზე გავიდნენ). საბჭოთა ნაკრები კი ოლიმპიადაზე მხოლოდ მეორედ მონაწილეობდა. აჟიოტაჟი თამაშის ირგვლივ არნახული იყო. ყველას ესმოდა, რომ პოლიტიკის გამო ბრძოლა დაუნდობელი იქნებოდა. მსაჯის სასტვენისთანავე ჯარიმები, შეურაცხყოფა და სიტყვიერი შეჯახება დაიწყო. ვითარება იძაბებოდა.

ერთ ეპიზოდში უნგრელმა დიარმატიმ მშვენიერაძეს თავში ჩაარტყა, მანაც უპასუხა. ქართველ სპორტმენს ცხვირიდან სისხლი წასკდა საპასუხო დარტყმისას. მე-4 პერიოდისთვის თანამემამულე გულშემატკივრებით მხარდაჭერილი უნგრეთი 4:0-ს იგებდა. ცეცხლზე ნავთს ასხამდა ისიც, რომ ფანებმა რუსული იცოდნენ და სსრკ-ს მისამართით რუსულად ყვიროდნენ უსიამოვნო შეძახილებს.

მატჩის დასრულებისას საბჭოთა წყალბურთელმა პროკოპოვმა ზადორს თვალში ჩაარტყა. ვერსია რამდენიმეა. შლიაპინი ამტკიცებდა, რომ დარტყმა ორმხრივი იყო და თან ერთდროულად. ზადორი იმეორებდა, რომ მან მეტოქეს მხოლოდ სიტყვიერად შეუტია. ასე იყო თუ ისე, უნგრელს მართლაც ღრმად გაუსკდა თვალი და თამაშის დატოვება მოუწია. უხვმა სისხლმა მომენტალურად შეღება წყალი.

მომხდარისგან განრისხებული გულშემატკივრები აუზისკენ გაიქცნენ, ყვიროდნენ ანტისაბჭოთა ლოზუნგებს და მოთამაშეებს რაღაც საგნებს ესროდნენ.
მსაჯმა შეხვედრა შეაჩერა და გამარჯვება უნგრელებს მიაკუთვნა (იმ მომენტისთვის იგებდნენ). საბოლოოდ ჩემპიონიც უნგრეთი გახდა.

სპორტსმენების თავშეუკავებლობის შედეგები

მომდევნო დილას გასისხლიანებული ზადორის ფოტოები ყველა ევროპულ გაზეთებში მოხვდა.

აჯანყების ფონზე უნგრეთის ნაკრების დიდი ნაწილი სისხლიანი მატჩის შემდეგ სამშობლოში არ დაბრუნებულა და დასავლეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. ზადორმა მწვრთნელობა დაიწყო აშშ-ში.
საბჭოთა მოთამაშეებს კი გზა დაეკეტათ სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდებისკენ. ასე დასაჯეს მათი თავშეუკავებლობა. საბჭოთა პრესა ოლიმპიადაზე მომხდარზე სდუმდა.

მეტოქეების შეხვედრა და შერიგება მხოლოდ 2002 წელს მოხდა. სპორტსმენებმა ერთმანეთს ბოდიში მოუხადეს და დაჰპირდნენ, რომ ურთიერთპრეტენზიებს აღარ გაიხსენებდნენ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მილიარდები მოიპარეს და არავინ არ აკონტროლებს: ნაპოლის პრეზიდენტი ფიფას ადანაშაულებს

შერმადინის 14 ქულა და განაღდებული მეოთხედფინალი