in

სინიორ კვარაცხელია ჩვეულებრივი არაა: კვარას ბალისტიკური რაკეტა და პასუხი შხამიანი კომენტარების ავტორებს

სერია A-ს 37-ე ტურში “ნაპოლი” “ფიორენტინას” ესტუმრა, მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.
ხვიჩა კვარაცხელიამ 57-ე წუთზე საჯარიმო დარტყმა ბრწყინვალედ შეასრულა და მეტოქესთან ანგარიში გაათანაბრა.
ქართველის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Flashscore 7.8 ქულა, Sofascore 7.8 ქულა, Whoscored 7.7 ქულა.

კვარამ უმაგრესი გოლი გაიტანა და ამ დაუჯერებელი ჯარიმით ნაპოლიმ ქულა აიღო: ვიდეო

იტალიური მედია აღნიშნავს, რომ კვარაზე ნადირობდნენ, ფლორენციელთა პირველი გოლი კი არ უნდა ჩათვლილიყო, რადგან იქამდე ქართველი დოდომ წააქცია, რასაც მსაჯმა ყურადღება არ მიაქცია. გაზეთ ilmattino-ს ნომერში დაიბეჭდება სტატია სათაურით: “მხოლოდ “კვარას” მაგია საკმარისი არ არის”.

“ფიორენტინას” სპორტულმა დირექტორმა დანიელე პრადემ განაცხადა, რომ “კვარას” გოლი ბალისტიკური რაკეტის დარტყმას ჰგავდა. ქართველი მეტოქე გუნდის მეკარე პიეტრო ტერაჩანომ შეაქო: “შესანიშნავი გოლი გაიტანა. ჩემი კომპლიმენტები. უნდა მივულოცო. ასეთი რამ მხოლოდ ჩემპიონებს შეუძლიათ”.

აი, რა ითქვა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

პაოლო ესპოზიტო (Areanapoli-ს ჟურნალისტი): “რატომ არასოდეს არ აძლევდნენ ხვიჩას საჯარიმოს შესრულების უფლებას? ასეთი გატანილი გოლი მხოლოდ ზიკოსგან მახსოვს. “ნაპოლის” თავისუფლად შეეძლო მოეგო, მაგრამ ვიქტორ ოსიმენი დიდ ხელფასს იღებს, ფეხებს უფრთხილდება და მხოლოდ პრემიერლიგაში გადასვლაზე ფიქრობს”.

დიეგო დე ლუკა (tuttonapoli-ს მიმომხილველი): “ეს ბიჭი ყასბებისგან მუდამ დაზარალებულია, რასაც მსაჯები ყურადღებას არ აქცევენ. დე ლაურენტისმა გუშინ კვარაცხელიაზე თქვა, რომ მარტის შემდეგ ჩავარდნა ჰქონდა და ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ ჩქარობს. “კვარამ”, როგორც ღირსეულმა ჩემპიონმა დღეს პასუხი გასცა. გულშემატკივრებს იმედი აქვთ, რომ ის დიდხანს დარჩება, რამეთუ გუნდს სჭირდება”.

ანტონიო ჯორდანო (კორიერე დელო სპორტის ჟურნალისტი): “მას უფლება აქვს კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი თქვას. სინიორ კვარაცხელია ჩვეულებრივი ფეხბურთელი არაა, არანორმალური ტალანტია. უნდოდა ეჩვენებინა, რომ სხვა შედევრებთან ერთად საჯარიმოდან გატანაც ეხერხება. დიდებული ტექნიკა აქვს და ფეხბურთის მბრძანებელივითაა. გოლის აღნიშვნისას შხამიანი კომენტარების ავტორებს ჟესტით პასუხი გასცა”.

მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე “ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ ქართველის შესახებ ისაუბრა.

“კარგი მატჩი გამოვიდა, ჩემი ფეხბურთელების თამაში განსაკუთრებით პირველი 30 წუთის განმავლობაში მომეწონა. გაშვებული გოლის შემდეგ კონცენტრაცია დავკარგეთ, თუმცა მეორე ტაიმში შეხვედრის მოგებაც კი შეგვეძლო.

რაც შეეხება ხვიჩას, გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ზოგჯერ ვერ ახერხებს, რომ თავისი საუკეთესო თამაში აჩვენოს, მაგრამ ყოველთვის მონდომებულია. ის ნამდვილი ჩემპიონია, უნდა გაიზარდოს, მუდმივად უნდა ეცადოს, რომ დაცვას დაეხმაროს, მაგრამ ჯერ მხოლოდ 23 წლისაა”, – განაცხადა კალცონამ.

იტალიელმა ჟურნასლიტმა ენრიკო ვარიალემ “კვარას” შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, “ფიორენტინას” პირველი გოლის ეპიზოდში, მსაჯმა მატეო მარკეტიმ შეცდომა დაუშვა და ქართველზე აშკარა წესების დარღვევა ვერ შეამჩნია.

“რასაც კვარაცხელიას სისტემატიურად უკეთებენ, სირცხვილია, ის მეტოქისგან დარტყმებს ხშირად იღებს, მსაჯმა მარკეტიმ კი “ფიორენტინას” პირველი გოლის ეპიზოდში საშინელი შეცდომა დაუშვა”, – განაცხადა ვარიალემ.

კვარაცხელიამ 8 მარტის შემდეგ პირველად გაიტანა და რვამატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა – მის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატზე 33 მატჩში 11 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.

sportall.ge

What do you think?

-3 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კიტეიშვილი ავსტრიის საუკეთესო ფეხბურთელია

სულ ქალაქელები: ინგლისში წლის ფეხბურთელი ფოდენია – სიმბოლურ ნაკრებში ჰოლანდი ვერ მოხვდა