in ,

სიკვდილის ჯგუფის სიკვდილი: ნახევარ საათში ყველაფერი 4-ჯერ შეიცვალა – VI ტური

B ჯგუფს სიკვდილის ჯგუფი თავიდანვე უწოდეს და მანაც ინტრიგა ბოლო წუთამდე გაამართლა. მართალია, ცნობილი იყო, რომ „ლივერპული“ გასული იყო, თანაც პირველი ადგილიდან, მაგრამ დანარჩენ სამ გუნდს რეალური შანსი ჰქონდა.

მადრიდელებმა პორტუგალიელები მაინც მოახრჩვეს, ხოლო „მილანმა“ უმოტივაციო „ლივერპულთან“ წააგო და სულაც ბოლო ადგილზე აღმოჩნდა.

ქრონოლოგიურად ყველაფერი საინტერესოდ მიეწყო.

1 წთ
ლივერპული – 16 ქულა, პორტო – 6, მილანი – 5, ატლეტიკო – 5

29-ე წუთზე: ტომორის გოლი
ლივერპული – 15 ქულა, მილანი – 7, პორტო – 6, ატლეტიკო – 5

36-ე წთ: სალაჰის გოლი
ლივერპული – 16 ქულა, პორტო – 6, მილანი – 5, ატლეტიკო – 5

55-ე წთ: ორიჯის გოლი
ლივერპული – 18 ქულა, პორტო – 6, ატლეტიკო – 5 მილანი – 4

56-ე წთ: გრიზმანის გოლი
ლივერპული – 18 ქულა, ატლეტიკო – 7, პორტო – 5, მილანი – 4

ერთიც: 6 წითელი ბარათი ერთ დღეში – ჩემპიონთა ლიგის ანტირეკორდის გამეორებაა.

A ჯგუფი

პსჟ – ბრიუგე 4:1
გოლები: 1:0 მბაპე (2), 2:0 მბაპე (7), 3:0 მესი (38), 3:1 რიტსი (68), 4:1 მესი (76, პენ)

ლაიპციგი – სიტი 2:1
გოლები: 1:0 სობოსლაი (24), 2:0 ანდრე სილვა (71), 2:1 მარეზი
(76)
გაძევება: უოკერი (82)

მბაპეს 50 (31+19) ქულა აქვს ჩემპიონთა ლიგის 51 მატჩში.

მესიმ მიმდინარე ტურნირზე 5 გოლი გაიტანა, სულ კი ჩემპიონთა ლიგაზე 154 მატჩში მის ანგარიშზე 125 გოლია. არგენტინელმა 38-ე გუნდს გაუტანა და რონალდოს რეკორდი გაიმეორა. ამას გარდა, ჩემპიონთა ლიგაზე 2+ გოლი 35-ედ გაიტანა.

მესიმ 35-ედ გაიტანა ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში 2+ გოლი.

მესის ჩემპიონთა ლიგის 154 მატჩში 125 გოლი აქვს გატანილი.

მესის პსჟ-ს რიგებში 5 გოლი აქვს ლიგის 5 მატჩში.

მესიმ გაიმეორა რონალდოს რეკორდი ჩემპიონთა ლიგაზე პენალტების რაოდენობით – 22. ლეომ 18 გაიტანა, კრიშტიანომ – 19.

“ლაიპციგმა” ჯგუფურ ეტაპზე “სიტის” 5 გოლი გაუტანა. ამ სტადიაზე “სიტისთვის” ამდენი სხვა არცერთ გუნდს არ გაუტანია.

შეწყდა „სიტის“ ყველა ტურნირზე 7-მატჩიანი მოგებათა სერია.

B ჯგუფი

მილანი – ლივერპული 1:2
გოლები: 1:0 ტომორი (29), 1:1 სალაჰი (36), 1:2 ორიგი (55)

პორტო – ატლეტიკო 1:3
გოლები: 0:1 გრიზმანი (56), 0:2 კორეა (90), 0:3 დე პაული (90+3), 1:3 ოლივეირა (90+6, პენ)
გაძევება: კარასკო (67, ატლეტიკო), ვენდელი (70, პორტუ), მარჩესინი (75, პორტუ)

„ატლეტიკო“ სიმეონეს ხელში ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში 9 შემთხვევიდან 8-ჯერ გავიდა. როდესაც ვერ გავიდა, მაშინ ევროპა ლიგა მოიგო.

გრიზმანმა „ატლეტიკოში“ დაბრუნების შემდეგ ჩემპიონთა ლიგის 5 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

35t53

„ლივერპული“ პირველი ინგლისური კლუბია, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე ექვსივე მატჩი მოიგო.

სალაჰმა ჯგუფურ ეტაპზე 7 გოლი გაიტანა, რაც „ლივერპულის“ რეკორდია.

სალაჰი რონალდოს მერე მეორე მოთამაშეა, რომელმაც ლიგაზე ზედიზედ 7 გასვლით მატჩში გაიტანა.

კლოპი: „უჩვეულოდ ამაყი ვარ. ფანტასტიური თამაში, ძალიან ბედნიერი ვარ“.

“მილანმა” 4 ქულა მოაგროვა. მარტო “რომას” ჰქონდა იტალიური კლუბებიდან უფრო ნაკლები – 1 ქულა 2004/05 წლების სეზონში.

პიოლი: „მილანს“ ფანების გახარება უნდოდა, მაგრამ არ გამოვიდა. ამ 6 მატჩში ბევრი რამ ვისწავლეთ“.

ზლატანი ისევ ვერ მოიგებს ლიგას. ის 16-ჯერ თამაშობდა ამ ტურნირზე 7 სხვადასხვა გუნდის რიგებში.

C ჯგუფი

აიაქსი – სპორტინგი 4:2
გოლები: 1:0 ალერი (8, პენ), 1:1 ნუნო სანტუში (22), 2:1 ანტონი (42), 3:1 ნერეში (58), 4:1 ბერგჰუისი (62), 4:2 ტაბატა (78)

დორტმუნდი – ბეშიქთაში 5:0
გოლები: 1:0 მალენი (29), 2:0 როისი (45+2, პენ), 3:0 როისი (53), 4:0 ჰაალანდი (68), 5:0 ჰაალანდი (81)
გაძევება: ველინტონი (43, ბეშიქთაში)

„აიაქსი“ პირველი გუნდია, რომელმაც მიმდინარე ტურნირზე 20 გოლი გაიტანა.

„აიაქსის“ თავდამსხმელი ალერი რონალდოს შემდეგ მეორე ფეხბურთელია, რომელმაც მიმდინარე ტურნირის ყველა მატჩში დალაშქრა მეტოქეთა კარი.

ალერი რონალდოს შემდეგ მეორეა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის 6-ვე მატჩში გაიტანა.

ალერი: „10 გოლზე ვერც ვიოცნებებდი. მაქვს სიამაყის საბაბი“.

„ბორუსიას“ ნახევარმცველმა როისმა უკანასკნელ ორ წელიწადში პირველად შეასრულა დუბლი.

ჰაალანდმა ჩემპიონთა ლიგაზე 19 მატჩში 23 გოლი გაიტანა, „დორტმუნდში“ კი – 72 შეხვედრაში 74 გოლი.

„ბეშიქთაშს“ ამ ლიგაზე 0 ქულა და -16 აქვს. ჯგუფურ ეტაპზე ამაზე ცუდად მარტო „სპარტაკს“ და „ზაგრებს“ უთამაშიათ.

D ჯგუფი

რეალი – ინტერი 2:0
გოლები: 1:0 კროოსი (17), 2:0 ასენსიო (79)
გაძევება: ბარელა (64, ინტერი)

შახტარი – შერიფი 1:1
გოლები: 1:0 ფერნადო (42), 1:1 ნიკოლოვი (90+3)

სიმონე ინძაგი: „ინტერი“ კარგად თამაშბდა „რეალთან“, მაგრამ ორივეჯერ წააგო. რაღც მეტია საჭირო“.

კარლო ანჩელოტი: „რეალს“ხარისხიანი გუნდი ჰყავს ლა ლიგის მოსაგებად და ჩემპიონთა ლიგაზე საბრძოლველად“.

კროოსმა „რეალის“ მე-1000 გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგა/თასზე. ეს კლუბებს შორის რეკორდია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდაშვილი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ 23-წლამდელ მეკარეთა შორისაა

საქართველო რეიტინგში დაქვეითდა