in

სიგუა შვეიცარიის ჩემპიონია, კაკაბაძემ პასი გააკეთა, გულიაშვილი დაბრუნდა – ლეგიონერები

პოლონეთის ჩემპიონატში ოთარ კაკაბაძემ საგოლე პასი გააკეთა, მაგრამ ამან მის „კრაკოვიას“ მაინც არ უშველა – სტუმრად„კატოვიცესთან“ 1:2 დამარცხდა. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და გუნდში მეორე საუკეთესო შეფასება, 7.4 მიიღო.

უნგრეთში, ნიკა კვეკვესკირის „ნირედიჰაზამ“ „დიოშდიორს“ 1:0 მოუგო. ქართველი ნახევარმცველი სათადარიგოებში იყო და მოედანზე 77-ე წუთზე შევიდა.

სლოვაკეთის ჩემპიონატის საჩემპიონო ჯგუფში გურამ კაშიას „სლოვანმა“ სტუმრად „პოდბრეზოვას“ 3:1 მოუგო. კაშიამ სრულად ითამაშა და მაღალი შეფასება, 7.7 ქულა დაიმსახურა.

საჩემპიონო ჯგუფში „ჟილინა“ „კოშიცესთან“ სტუმრად 2:3 დამარცხდა. „ჟილინას“ ქართველმა მცველმა, ალექსანდრე ნარიმანიძემ, 58-ე წუთზე ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, ხოლო 76-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს.

ტრავმის შემდეგ გიორგი გულიაშვილი „სარაევოს“ შემადგენლობაში დაბრუნდა. ქართველების გუნდმა „შიროკი ბრიგთან“ საშინაო შეხვედრა წააგო – 1:2. გიორგი მოედანზე 46-ე წუთზე შევიდა, ვასილიოს გორდეზიანი კი პირიქით, პირველი ტაიმის შემდეგ გავიდა.

რუმინეთში, ანზორ მექვაბიშვილის კრაიოვას „უნივერსიტატეამ“ შინ მეოერადგილოსან „კლუჟთან“ მხოლოდ ქულა მოიპოვა – 2:2. ქართველმა ნახევარმცველმა მასპინძელთა შორის მეორე საუკეთესო შეფასება მიიღო – 7.2.

შვეიცარიაში, გაბრიელ სიგუას „ბაზელი“ სტუმრად „ლუგანოსთან“ კაცნაკლული დარჩა, მაგრამ 5:2 გაიმარჯვა და რადგან კონკურენტმა „სერვეტმა“ ვერ მოიგო, ჩემპიონი გახდა. ქართველი ნახევარმცველი სათადარიგოებში დარჩა.

დანიაში არ უთამაშია გიორგი გოჩოლეიშვილს, რომლის „კოპენჰაგენმა“ კონკურენტი „მიდტიულანდი“ ვერ დაამარცხა (1:1) და კვლავ ერთი ქულით ასწრებს. ჩვენიანი სათადარიგო იყო.

კვიპროსზე, გიორგი ლორიას კაპიტნობით „არადიპუმ“ შინ „ომონია 29 მაისი“ 4:2 დაამარცხა და ახალი სეზონიდანაც კვიპროსის მთავარ ლიგაში ითამაშებს.

ხვიჩა არ ათამაშეს, ახალგაზრდულის ბიჭები ყოჩაღობენ – ლეგიონერები

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

წაგება, რომელიც არაფერს ნიშნავს: ისლანდიამ უპრობლემოდ მოგვიგო