საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ივნისის თვეში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, რისთვისაც ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა მზადება 24 მაისს, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მდებარე “ზესტაფონის” ბაზაზე დაიწყო.
“ჯვაროსნებმა” არასრული შემადგენლობით პირველი ვარჯიში გამართეს, სადაც ქართველმა ფეხბურთელებმა სამწვრთნელო შტაბის ახალი წევრი, ფრანგი ფიზმომზადების მწვრთნელი, ფაბიან ბუსუე გაიცნეს. ვილი სანილის ახალ თანაშემწეს კარიერის განმავლობაში “ლე მანში“, მარსელის “ოლიმპიკსა” და “ნოტინგემ ფორესტში” უმუშავია.
GIPHY App Key not set. Please check settings