„მილანის“ ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ვატიკანში რომის პაპმა ფრანცისკემ მიიღო.
შვედმა პონტიფიკს ახალი ავტობიოგრაფიულ იწიგნი „ადრენალინი“ აჩუქა.
„თქვენთვის რაღც მოვიტანე და მინდოდა პირადად გადმომეცა. ეს ჩემი ისტორიის ნაწილია, ეს წიგნი ჩემი ცხოვრებას და მცირე გზავნილს აღწერს“, – თქვა იბრაჰიმოვიჩმა ნაწარმოების გადაცემისას.
„სიამოვნებით წავიკითხავ“, – უპასუხა რომის პაპმა და საპასუხოდ ფეხბურთელს აჩუქა „სპორტი პაპი ფრანცისკეს სიტყვებით“ – ინტერვიუა, რომელიც მისგან La Gazzetta dello Sport-მა 2020 წლის ბოლოს აიღო.
იბრაჰიმოვიჩმა კათოლიკური ეკლესიის თავს ასევე „მილანის“ 11-ნომრიანი მაისური აჩუქა.
„თქვენ მოგწონთ „მილანი“? ამ მაისურით მე მოედანზე ჯაოდსნობას ვაკეთებ“, – განაცხადა თავმდაბალმა ზლატანმა.
GIPHY App Key not set. Please check settings