იტალიური “ვირტუსის” მთავარმა მწვრთნელმა სერჯიო სკარიოლომ საქართველოს ნაკრების კაპიტნის თორნიკე შენგელიას შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ შენგელიამ მის გუნდს გამოცდილება შემატა.
“სამ თვეზე მეტის განმავლობაში ძლიერი ფორვარდის გარეშე ვიყავით. თოკომ უკვე დაამტკიცა, რომ ძალიან მაღალი დონის კალათბურთელია. შენგელიას და ჰაკეტის მოსვლამ “ვირტუსს” გამოცდილება, მენტალური სიძლიერე შესძინა”, – თქვა სერჯიო სკარიოლომ.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი ბოლონიურ კლუბში ზაფხულის ბოლომდე ითამაშებს. შემდეგ კი, უდიდესი ალბათობით კარიერას ესპანურ “ბარსელონაში” გააგრძელებს.
GIPHY App Key not set. Please check settings