in

სერია ა-ში თვის მოთამაშე ისევ ნაპოლის ფეხბურთელია

„ნაპოლის“ მცველი კიმ მინ ჯე იტალიის ჩემპიონატის თვის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნიეს. 25 წლის კორეელმა გამოკითხვაში გაიმარჯვა.

ამ ჯილდოზე სექტემბერში პრეტენზიას აცხადებდნენ ტეო ერნანდესი („მილანი“), სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი („ლაციო“), ბეკაო („უდინეზე“) და მერიხ დემირალი („ატალანტა“).

სექტემბერში ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელმა 2 მატჩი ითამაშა, 1 გოლი გაიტანა და გუნდს დაეხმარა გასვლითი თამაშები მოეგო „ლაციოსთან“ და „მილანთან“.

შეგახსენებთ, აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელი „ნაპოლის“ ქართველი ახალწვეული კვარაცხელია გახდა. ნეაპოლელებმა კორეელიც სეზონის წინ დაიმატეს.

What do you think?

Written by admin

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გაჟონა: ოქროს ბურთს ბენზემა მიიღებს

სექტემბერი მანჩესტერისაა: თვის მწვრთნელი ტენ ჰაგია, ფეხბურთელი რაშფორდი