იტალიის სერია A-ში კიდევ ერთ ერთმა ქართველმა ფეხბურთელმა დაჩი ლორთქიფანიძემ ითამაშა.
„კრემონეზესა“ და „უდინეზეს“ მატჩის 61-ე წუთზე 20 წლის ქართველი შევიდა. ქართველების გუნდების შეხვედრა ფრედ დასრულდა – 1:1.
Sofascore-მა ჩვენიანს 6.5 ქულა დაუწერა.
„უდინეზეს“ რიგებში სრულად ითამაშა საბა გოგლიჩიძემ და ყვითელი ბარათი მიიღო. მისი შეფასებაა 7.5.
დაჩი ლორთქიფანიძემ მეშვიდე ქართველი ფეხბურთელია კახა კალაძის, ხვიჩა კვარაცხელიას, საბა საზონოვის, საბა გოგლიჩიძის, გიორგი კვერნაძისა და ლუკა ლოჩოშვილის შემდეგ, რომელმაც სერია A-ში ითამაშა.
კრემონეზე – უდინეზე 1:1
გოლები: 1:0 ტერაჩანო (4), 1:1 ძანიოლო (51)
„კრემონეზე“ 10 ქულით მე-10 ადგილზეა, ხოლო „უდინეზე“ 9 ქულით მე-11-ზე.
GIPHY App Key not set. Please check settings