2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის A ჯგუფში მუნდიალის საგზურის ბედი ბოლო ტურში გადაწყდა. ლისაბონში ერთმანეთს პორტუგალია და სერბეთი დაუპირისპირდნენ. პორტუგალიელებს ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად ფრეც ჰყოფნიდათ, სერბებს კი მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდათ.
სერბეთმა მატჩი ბოლო წუთზე მიტროვიჩის გოლით მოიგო და მსოფლიო ჩემპიონატზე პირდაპირ გავიდა. ფერნანდუ სანტუშის გუნდი კი, მუნდიალის საგზურისთვის პლეი-ოფში ითამაშებს.
დღეს, სერბეთის ფეხბურთის ფედერაციამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ სერბეთის ნაკრებების ფეხბურთელებმა მუნდიალზე გასვლისთვის მთავრობისგან გამოყოფილ 1 მილიონზე უარი თქვეს და ეს თანხა იმ ბავშვების ანგარიშზე გადაირიცხება, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ.
GIPHY App Key not set. Please check settings