ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ ლიგა 1-ის მე-19 ტურში „ოსერს“ ესტუმრა და ქულა აიღო – 1:1. ზურიკომ შეუცვლელად ითამაშა.
„სენტ-ეტიენმა“ წონასწორობა 45-ე წუთზე დავითაშვილის შესრულებული საჯარიმოს შემდეგ აღადგინა. ბურთი მეკარემ მოიგერია, დამატებაზე ორჯერ არ გავიდა, მაგრამ არეულობაში დამატებაზე ლუკას სტასენიმ მაინც გაიტანა და ანგარიში გათანაბრდა. ასე რომ, ზურიკოს როლი ამ ქულაშიც არის.
მეორე ტაიმში ქართველი ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ერთხელ დრიბლინგით ორ მცველს ეფექტურად გაცდა, საჯარიმოში შევიდა და წაიქცა, პენალტიც მოითხოვა, მაგრამ მსაჯმა თამაში გააგრძელა.
ზოგადად, აქტიური იყო, ბევრს მოძრაობდა, გამწვავებასაც ცდილობდა. დავითაშვილის შეფასებებია: Flashscore – 7.1; Sofascore – 6.7; Whoscored – 6.6.
ოსერი – სენტ-ეტიენი 1:1
გოლები: 1:0 ტრაორე (27), 1:1 სტასენი (45)
„სენტ-ეტიენმა“ ზედიზედ მეორე შეხვედრა დაასრულა ფრედ, ამ მომენტისთვის 18 ქულით მე-14 ადგილზეა, აუტსაიდერთა ზონას მხოლოდ ქულით ასწრებს და 2 თებერვალს სტუმრად „ლილს“ შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings