ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენმა“ კიდევ ერთი მატჩი წააგო, შინ „ნიცასთან“ – 1:3.
ქართველი შემტევი ძირითად შემადგენლობაში იყო და ბოლომდეც ითამაშა, მაგრამ თავი არ გამოუჩენია, თუმცა მეორე ტაიმში შეეძლო გატანა.
შეფასებები: Flashscore – 6.4; Sofascore – 6.7; Whoscored – 6.4.
სენტ-ეტიენი – ნიცა 1:3
გოლები: 0:1 როსარიო (10), 1:1 სტასენი (32), 1:2 ნადე (52, საკ. კარში), 1:3 გესანი (69)
24-ე ტურის შემდეგ „სენტ-ეტიენის“ მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა, გუნდმა ზედიზედ მეშვიდე თამაში ვერ მოიგო და 19 ქულით ჯერჯერობით მე-16 ადგილზეა, 9 მარტს კი „ჰავრს“ ესტუმრება.
GIPHY App Key not set. Please check settings