in

სენსაცია: დორტმუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალშია – ეს უკვე დავამტკიცეთ

დორტმუნდის „ბორუსია“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. ტურნირის წინ ამას ცოტა ვინმე თუ წარმოიდგენდა. ცხადია, გერმანელებს კარგი გუნდი ჰყავთ, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთში ისეთი საკლუბო მონსტრები არიან, რომ კარგი ფეხბურთელების გაყიდვის ტრადიციით ცნობილი გუნდის ფინალში გასვლა მაინც არ იყო მოსალოდნელი. დღეისათვის „ბორუსია“ ბუნდესლიგის მხოლოდ და მხოლოდ მეხუთე გუნდია და აგერ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის გადამწყვეტ მატჩს ითამაშებს.

საამისოდ გუნდს დასჭირდა პსჟ-ს ბარიერის გადალახვა და ეს ისე მოახერხა, რომ ორ შეხვედრაში მბაპე-პარიზელებისგან ერთი გოლიც არ გაუშვა. კი იყო ცოტა იღბლის მომენტი, ბოლოს და ბოლოს პარიზელებმა ოთხჯერ მოარტყეს ბურთი ძელს, თუმცა საერთო ჯამში დორტმუნდმა დაიმსახურა გამარჯვება.

არ ჰგავდა პსჟ ისეთ გუნდს, შემართული, კბილებალესილი, რადაც არ უნდა დამიჯდეს უნდა მოვიგოთ რომ არიან და ასე ბურთის გორებით და ხანდახან გამოცოცხლებით დიდი გამარჯვებები არ მოდის.

ფინალი 1 ივნისს არისს ლონდონში და ერთი საინტერესო გამეორებაც შეიძლება დაემთხვეს. ბოლოს „ბორუსია“ ფინალში 2013 წელს იყო და მაშინ ფინალი „ბაიერნთან“ ითამაშა (1:2). ის მატჩი ლონდონში ჩატარდა, „უემბლიზე“. ახლაც ასეა და არ არის გამორიცხული, რომ „დორტმუნდის“ მეტოქე ისევ „ბაიერნი“ იყოს, რომელსაც საამისოდ დღეს ამ ტურნირის მეფის „რეალის“ ჩამოგდება მოუწევს.
და კიდევ: იმ 11 წლის წინანდელ „ბორუსიაში“ თამაშობდნენ ჰუმელსი და როისი, რომლებიც ახლაც „დორტმუნდში“ არიან.

Dienstag 07.05.2024, UEFA Champions League Saison 23/24 – Halbfinale Rueckspiel in Paris, Paris Saint-Germain – BV Borussia Dortmund, Copyright: Borussia Dortmund GmbH & Co. KGaA Rheinlanddamm 207-209 44137 Dortmund (NO IPTC-stripping allowed) EDITORIAL USE ONLY

ჩემპიონთა ლიგა. 1/2 ფინალი. საპასუხო მატჩი

პსჟ – დორტმუნდი 0:1
პირველი მატჩი 0:1
გოლი: 0:1 ჰუმელსი (50. ბრანდტის პასით)

პსჟ: დონარუმა – ჰაკიმი, მარკინიოსი, ბერალდო, ნუნუ მენდეში – ზაირ-ემერი (76. კან-ინ ლი), ვიტინია, ფაბიან რუისი (63. ასენსიო) – დემბელე, მბაპე, რამოში (63. ბარკოლა)

დორტმუნდი: კობელი – რიერსონი, ჰუმელსი, შლოტერბეკი, მაატსენი – ემრე ჯანი, ზაბიტცერი – სანჩო (67. ზიულე), ბრანდტი (85. ნმეჩა), ადეიემი (56. როისი) – ფიულკრუგი

“დორტმუნდი” მესამედ (1996/97, 2012/13, 2023/24) გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ამასთან, წინა ფინალიც “უემბლიზე” ჩაატარა და “ბაიერნთან” დამარცხდა. პირველი ფინალი კი „იუვენტუსს“ მოუგო (3:1).

35 წლისა და 143 დღის მატს ჰუმელსი ყველაზე ხანდაზმული გერმანელი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გაიტანა.

პსჟ-მა წააგო ჩემპიონთა ლიგის 7-დან 6 ნახევარფინალური დაპირისპირება – 83%, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

პსჟ-ის ფეხბურთელებმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 12-ჯერ მოარტყეს ბურთი ძელს და აქედან 6 – “დორტმუნდთან” მატჩებზე მოდის. 2003/24 წლების სეზონის შემდეგ ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ერთი ტურნირის ფარგლებში.

პსჟ-ის ფეხბურთელებმა “დორტმუნდთან” საპასუხო მატჩში 31-ჯერ დაარტყეს კარში და ვერ გაიტანეს გოლი – ეს რეკორდული მაჩვენებელია ტურნირის პლეი-ოფებში, სულ მცირე, 2003/04 წლების სეზონის შემდეგ.

მბაპემ დე დემბელემ 10-დან მხოლოდ 2 ქულა დაიმსახურეს. ეს „ეკიპისგან“ ყველაზე დაბალი მაჩვენებლებია.

“დორტმუნდთან” საპასუხო მატჩში პსჟ-ის სასტარტო შემადგენლობა ტურნირის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდული (24 წლის და 157 დღის) იყო 2008/09 წლების სეზონის შემდეგ, როცა “არსენალი” (24 წლის და 26 დღის) ნახევარფინალში “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუპირისპირდა.

ტერზიჩი: „ვიცით, რომ ფინალში „ბორუსია“ ფავორიტი არ არის, ნებისმიერთან ურთულესი იქნება, მაგრამ ერთ მატჩში ყველაფერია შესაძლებელი – ეს უკვე დავამტკიცეთ“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ინტერი მამარდაშვილის შეძენას შეძლებს

მიქაუტაძეს წითელი გააუქმეს და თვის საუკეთესო გოლის ნომინანტია