in

სენსაციასთან ახლოს: საქართველო ევროპაზე ხორვატიასთან ბოლოს დამარცხდა – ფოტო

, Croatia vs Georgia, EHF Men's Euro 2026, Malmo, Sweden, 17.01.2026, Mandatory Credit © Jozo Cabraja / kolektiff

საქართველოს ნაკრები ხელბურთში ევროპის ჩემპიონატზე ჩაერთო და პირველ შეხვედრაში ახლოს იყო ხმაურიან სენსაციასთან: მსოფლიო გრანდს, 2025 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტს, წლევანდელი ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ ხორვატიას დიდი ბრძოლა გაუმართა და სულ ბოლოს დამარცხდა – 29:32.

მატჩი ძალიან საინტერესო და ლამაზი სანახავი გამოვიდა. ჩვენმა გუნდმა შესანიშნავად ითამაშა და რიგ ეპიზოდებში ულამაზესი თამაში აჩვენა, გოლები კი ისეთი შეაგდო, ნებისმიერ ჰაილაითებს დაამშვენებს.

მე-17 წუთზე საქართველო 6 ბურთითაც კი დაწინაურდა, თუმცა 12 გატანილ გოლზე კარგა ხანს გავიყინეთ და მეტოქემ გაათანაბრა. მეორე ტაიმში თამაში ქულა ქულაში წავიდა, მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე კი ანგარიში საყაიმო იყო. ხორვატებმა ზედ ფინიშის დროს გვაჯობეს.

ხორვატია – საქართველო 32:29 (15:14)

მეკარეები: ცინცაძე (8 მოგერიება), ნიქაბაძე, რუხაძე

წინა ხაზი: ცხოვრებაძე (7 გოლი), დიხამინჯია (6), კალანდაძე (5), რუსტამოვი (5), გავაშელიშვილი (4), კბილაშვილი (2), არსენაშვილი, ლაპიაშვილი, ხელისუფალი, ხარებაშვილი, არეშიძე, გოგავა, გრიშიკაშვილი.

ევროპის ჩემპიონატი შვედეთსა და ნორვეგიაში ტარდება, საქართველო E ჯგუფშია ყველა მატჩს შვედეთის ქალაქ მალმეში გამართავს.
ჩვენს ჯგუფში კიდევ ნიდერლანდები და შვედეთი არიან. მომდევნო შეხვედრა 19 იანვარს გვაქვს მასპინძელ შვედეთთან, 21-ში კი ნიდერლანდებს ვეთამაშებით.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ასე თუ ვითამაშეთ: საქართველომ იტალიასთან ბოლომდე იბრძოლა – ფოტო

მიქაუტაძემ სრულად ითამაშა და ახლოდან ვერ გაიტანა: ვილიარეალმა წააგო