in

სეზონის საუკეთესო ტრანსფერები: ვინ მოარტყა მიზანში

სამუ აგეოვას ტრანსფერი „ატლეტიკოდან“ „პორტოში“ სეზონის საუკეთესოდ აღიარეს.
პორტუგალიელმა კლუბმა თავდამსხმელის უფლებების 50% 15 მილიონ ევროდ შეიძინა და ამ გარიგებამ Goal-ის რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა.

საუკეთესო ტრანსფერების სიაში მოხვდნენ:

  1. სამუელ ომოროდიონ აგეოვა, „ატლეტიკოდან“ „პორტოში“ 15 მილიონ ევროდ.
  2. ქერემ აქტურქოღლუ, „გალათასარაიდან“ „ბენფიკაში“ 12 მილიონ ევროდ.
  3. მაიკლ ოლისე, „კრისტალ პალასიდან“ „ბაიერნში“ 60 მილიონ ევროდ.
  4. ვიქტორ ოსიმენი, „ნაპოლიდან“ „გალათასარაიში“ იჯარით.
  5. მატეო რეტეგი, „ჯენოადან“ „ატალანტაში“ 28 მილიონ ევროდ.
  6. ტიმ კლაინდინსტი, „ჰაიდენჰაიმიდან“ მიონხენგლადბახის „ბორუსიაში“ 7 მილიონ ევროდ.
  7. ჟოაო ნევესი, „ბენფიკადან“ პსჟ-ში 60 მილიონ ევროდ.
  8. სკოტ მაკტომინეი, „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ „ნაპოლიში“ 30 მილიონ ევროდ.
  9. დავიდ დე ხეა, „ფიორენტინაში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით.
  10. მოჰამედ ამურა, „იუნიონიდან“ „ვოლფსბურგში“ იჯარით.
  11. იუგო ეკიტიკი, პსჟ-დან ფრანკფურტის „აინტრახტში“ 16,5 მილიონ ევროდ.
  12. მოიზე კინი, „იუვენტუსიდან“ „ფიორენტინაში“ 13 მილიონ ევროდ.
  13. ნიკოლა მილენკოვიჩი, „ფიორენტინადან“ „ნოტინჰემ ფორესტში“ 14 მილიონ ევროდ.
  14. მეისონ გრინვუდი, „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ „მარსელში“ 31,6 მილიონ ევროდ.
  15. აიოზე პერესი, „ბეტისიდან“ „ვილიარეალში“ 4 მილიონ ევროდ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიქაუტაძის მსურველებს შორის ევერტონიც გამოჩნდა

ხვიჩა გავიდა და ნაპოლიმ გაიტანა: კვარას ყველაზე კარგი ქულები დაუწერეს