ალექს გრიმალდოს „ბაიერში“ გადასვლა – სეზონის საუკეთესო ტრანსფერია Goal-ის ვერსიით.
პორტალმა სეზონის საუკეთესო ტრანსფერები შეადგინა და სიაში 21 ფეხბურთელი შეიყვანა.
- ალექს გრიმალდო – „ბაიერში“ (თავისუფალი აგენტი);
- პიერ-ემერიკ ობამეიანგი – „მარსელში“ (თავისუფალი აგენტი);
- ალეკსანდრ სერლოტი – „ლაიპციგიდან“ „ვილიარეალში“ 8,5 მლნ ფუნტად;
- არტემ დოვბიკი – „დნეპრი 1“-დან „ჟირონაში“ 6,6 მლნ ფუნტად;
- ვიკტორ ბონიფასე – „უნიონიდან“ „ბაიერში“ 17 მლნ ფუნტად;
- ვიკტორ დოკერეში – „ქოვენთრიდან“ „სპორტინგში“ 17 მლნ ფუნტად;
- მარკუს ტიურამი – „ინტერში“ (თავისუფალი აგენტი);
- ჯუდ ბელინგემი – „დორტმუნდიდან“ „რეალში“ 88 მლნ ფუნტად;
- რიკარდო კალაფიორი – „ბაზელიდან“ „ბოლონიაში“ 3,4 მლნ ფუნტად;
- გრანიტ ჯაკა – „არსენალიდან“ „ბაიერში“ 21,4 მლნ ფუნტად;
- იან ზომერი – „ბაიერნიდან“ „ინტერში“ 5,8 მლნ ფუნტად;
- კრისტიან პულიშიჩი – „ჩელსიდან“ „მილანში“ 17,1 მლნ ფუნტად;
- ისკო – „ბეტისში“ (თავისუფალი აგენტი);
- ჰარი კეინი – „ტოტენჰემში“ „ბაიერნში“ 85,5 მლნ ფუნტად;
- დეკლან რაისი – „ვესტ ჰემიდან“ „არსენალში“ 105 მლნ ფუნტად;
- კოულ პალმერი – „სიტიდან“ „ჩელსიში“ 42,5 მლნ ფუნტად;
- ალექსის მაკალისტერი – „ბრაიტონიდან“ „ლივერპულში“ 35 მლნ ფუნტად;
- ლოი ოპენდა – „ლანსიდან“ „ლაიპციგში“ 36,8 მლნ ფუნტად;
- იერდი სხაუტენი – „ბოლონიიდან“ პსვ-ში 10,3 მლნ ფუნტად;
- ხავი სიმონსი – პსჟ-დან „ლაიპციგში“, იჯარა;
- სერჟინიო დესტი – „ბარსელონადან“ პსვ-ში, იჯარა.
GIPHY App Key not set. Please check settings