in

საშობაოდ აფრენილი კაჭკაჭები – XVI ტური

ისე მოხდა, რომ ლიდერებს შორის სხვაობა გაიზარდა. „არსენალმა“ თავისი მატჩი მოიგო, ხოლო „სიტიმ“ მოულოდნელად შინ წააგო და ახლა მათ შორის სხვაობა უკვე 5 ქულაა.
ჩემპიონატის დაწყებამდე ვინმესთვის რომ გეკითხა მუნდიალის წინ რა ვითარებაა იქნება ცხრილშიო, ალბათ ვერც „არსენალის“ ლიდერობას გამოიცნობდა და ვერც „ნიუკასლის“ მე-3 ადგილს. „კაჭკაჭები“ ყველას უგებენ და ახლა „ჩელსის“ მიყოლების გამოც არიან ასეთ მაღალ საფეხურზე. „ტოტენჰემი“ კი სამჯერ აგებდა „ლიდსთან“, მაგრამ ბენტაკურმა ორ წუთში ორი გატანა და 3 ქულა „მამლებს“ დაუტოვა.

გუნდებს არათანაბარი რაოდენობით აქვთ მატჩები ჩატარებული, ხოლო პრემიერლიგა, სხვებისგან განსხვავებით, ახალ წელს არ დაელოდება და 26 დეკემბრიდან განაახლებს ბურთაობას.

„არსენალს“ პრემიერლიგის ბოლო 8 მატჩში 7 მოგება აქვს.

გრემ პოტერი: „ჩელსის“ ბევრი შეცდომა ჰქონდა. „ნიუკასლი“ დამაჯერებლად გამოიყურებოდა, გუნდებს შორის გრაფიკში სხვაობა აშკარაა“.

„ჩელსი“ 5 მატჩია ჩემპიონატში თამაშს ვერ იგებს. ასეთი რამ 2012 წლის შემდეგ არ ყოფილა.

„ნიუკასლს“ 8 მოგება აქვს ბოლო 11 მატჩში (3 ფრე). გუნდმა ზედიზედ 6-ჯერ მოიგო.

„ნიუკასლი“ პრემიერლიგის სამეულში საშობაოდ პირველად მოხვდა ბოლო 20 წელიწადში.

„ლიდსი“ – 2012 წლის შემდეგ პირველი გუნდია პრემიერლიგაში, რომელიც სამჯერ იგებდა, მაგრამ მაინც წააგო.

დარვინ ნუნიესმა პირველი დუბლი შეასრულა „ლივერპულში“. მას 7 გოლი აქვს ბოლო 10 მატჩში.

„სიტიმ“ პირველად წააგო შინ ბოლო 21 მატჩში.

გვარდიოლა: „მოიგო უკეთესმა გუნდმა. ის ღრმად და კარგად იცავდა თავს“.

პრემიერლიგა – XVI ტური

სიტი – ბრენტფორდი 1:2
ვესტ ჰემი – ლესტერი 0:2
ტოტენჰემი – ლიდსი 4:3
ნოტინჰემი – კრისტალ პალასი 1:0
ლივერპული – საუთჰემპტონი 3:1
ბორნმუთი – ევერტონი 3:0
ნიუკასლი – ჩელსი 1:0
ვულვერჰემპტონი – არსენალი 0:2
ბრაიტონი – ასტონ ვილა 1:2
ფულჰემი – მანჩესტერი 1:2

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ილიას ზუროსი: დარბაზი ბოლომდე უნდა გაივსოს!

მინუს კვარაცხელია მაროკოსთან