in

საშიშია არაფერია: კვარა კარგადაა – ხვიჩას კუნთიც დაეჭიმა

ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს პირველი ტურის მატჩის პირველი ტაიმის მიწურულს მეტოქესთან შეჯახების შემდეგ შეცვლა ითხოვა: ჩვენიანმა თავბრუსხვევა იგრძნო და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

ხვიჩა ცუდად გახდა და თამაშიდან გავიდა: ნაპოლიმ დიდი ანგარიშით წააგო

კლუბის სამედიცინო სამსახურის ცნობით, გაირკვა, რომ გარდა ამისა ქართველ ლიდერს კუნთიც დაეჭიმა.

„კვარაცხელიამ „ვერონასთან“ მატჩის გაგრძელება ვერ შეძლო, მაგრამ, წინასწარი ინფორმაციით, ტრავმა სერიოზული არ უნდა იყოს“, – წერს „არეა ნაპოლი“.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენაციაზე კომენტარი „ნაპოლის“ მწვრთნელმა, ანტონიო კონტემაც გააკეთა.

„როგორც ნახეთ, მას თავში უკნიდან ჩაარტყეს, მიუხედავად ამისა, თამაში გააგრძელა. თუმცა პირველი ნახევრის ბოლოს შეცვლა გვთხოვა, რადგან თავს შეუძლოდ გრძნობდა. მის მდგომარეობას სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, თუმცა ახლა კარგადაა, საშიში არაფერია“.

ხვიჩა „ბოლონიასთან“ მომდევნო მატჩს სავარაუდოდ ითამაშებს.

„ვერონას“ ფეხბურთელები თავიდანვე ძალიან ეუხეშებოდნენ კვარაცხელიას. ჯერ დავიდოვიჩი უკნიდან შეეჯახა , შემდეგ ტშატშუამ მოცელა და ყვითელი ბარათი მიიღო. პირველი ტაიმის ბოლოს კი დავიდოვიჩი განზრახ შეეჯახა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო ნახევარმცველი დე ბრუინია

ქართული პოსტების დადებას ისევ ვაპირებ, ხინკალი მომეწონა: ლევანტეს ხავის საქართველოს მოსწონს