in

საშინაო ფრე: ბუდუ შესვენებაზე შევიდა და ჰაიდენჰაიმმა ამის მერე ამოქაჩა

ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა“ ბუნდესლიგის პლეი-აუტის პირველ მატჩში „ელვერსბერგს“ უმასპინძლა და ვერ მოუგო – 2:2.

სტუმრებმა პირველ ტაიმში კომფორტული ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს და „ჰაიდენჰაიმს“ მატჩის გადასარჩენად ბრძოლა მოუხდა.

ბუდუ ზივზივაძე თადარიგში იყო და მეორე ტაიმის დაწყებისთანავე შევიდა. ჩვენიანი აქტიური იყო. ორჯერ ჰქონდა გატანის შანსი, ერთ ეპიზოდში კი თანაგუნდელი მეკარესთან პირისპირ დატოვა. დაცვაშიც ეხმარებოდა გუნდს.

შეფასებები: Flashscore – 6.5; Sofascore – 6.6.

ჰაიდენჰაიმი – ელვერსბერგი 2:2
გოლები: 0:1 პეტკოვი (18), 0:2 ასლანი (42), 1:2 ზირსლებენი (62), 2:2

განმეორებითი მატჩი 26 მაისს გაიმართება და იქ გაირკვევა, ვინ ითამაშებს მომავალ სეზონში პირველ ბუნდესლიგაში.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ევროპამდე ახალგაზრდული რუმინეთს შეხვდება

ორი გამარჯვებით შოტლანდიიდან: შავმა ლომმა მეორეც მოიგო