უეფამ მოამზადა იმ გუნდების სია, რომლებმაც ყველაზე მეტი მაყურებელი მიიზიდეს საკუთარ სტადიონზე.
2023/24 წლების სეზონის ბოლოს დორტმუნდის „ბორუსიას“ საშინაო მატჩებში ყველაზე მეტი დასწრება ჰქონდა – 1 951 745 ადამიანი.
„მილანის“ მატჩებს სულ 1 860 964 მაყურებელი დაესწრო, „მანჩესტერ იუნაიტედი“ კი 1 834 291 ფანით მესამე ადგილზეა.
საერთო ჯამში, ევროპაში 16 კლუბია, რომლებმაც მილიონ ქომაგს გადააჭარბეს.
ჩემპიონატში ყველაზე მაღალი საშუალო დასწრებაა ასევე „ბორუსიაზე“ მოდის – 81 305 მაყურებელი.
პრემიერლიგის მატჩებზე სულ 14,7 მილიონი ადამიანი შეიკრიბა. ეს საუკეთესო შედეგია ევროპაში.
GIPHY App Key not set. Please check settings