საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი წარმატებით დასძლია.
ჩვენებმა გახსნის მატჩი არაბეთის საემიროებს 2:0 მოუგეს, შემდეგ არგენტინა გაანადგურეს (:1) და ნაადრევად გაინაღდეს ჯგუფიდან გასვლა.
მესამე ტურში ჩეხეთთან კი ის ირკვეოდა პირველ ადგილს ვინ დაიკავებდა. დასაწყისში მოპოვებული ორბურთიანი უპირატესობის მიუხედავად, საქართველო ფრეს დასჯერდა – 2:2 (გოლები: გარი წერეთელი, თემურ ექიზაშვილი) და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.
საქართველო პლეი-ოფში ევროპის ჩემპიონს, სერბეთს შეხვდება.



GIPHY App Key not set. Please check settings