საქართველოს ნაკრები ჩეხეთში ჩავიდა, სადაც ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას გამართავს.
დღეს, 18 ნოემბერს, ჩვენი გუნდი ქალაქ ოლომოუცში, მატჩის მასპინძელ ანდრუვ არენაზე ივარჯიშებს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე გაიმართება ტრადიციული მატჩისწინა პრესკონფერენცია.
ჩეხეთთან შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს ლაშა დვალი დაუბრუნდება, რომელმაც უკრაინასთან მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.
18 ნოემბრის განრიგი (ადგილობრივი დროით)
15:45 ჩეხეთის ნაკრების პრესკონფერენცია;
16:30 ჩეხეთის ნაკრების ვარჯიში;
17:30 საქართველოს ნაკრების პრესკონფერენცია;
18:00 საქართველოს ნაკრების ვარჯიში.
GIPHY App Key not set. Please check settings