საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ფარგლებში მორიგი ამხანაგური შეხვედრა გამართა. ავთანდილ ასათიანის გუნდი ყირგიზეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.
ავთანდილ ასათიანმა შეხვედრა საკმაოდ გადახილესებული შემადგენლობით ჩაატარა და ძირითადად ქართველ ფეხბურთელებს მისცა თავის გამოჩენის საშუალება, ვიდრე ლეგიონერებს.
მატჩი საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო და “ჯვაროსნები” მალევე დაწინაურდნენ. რონინიოს და ლორენსოს კომბინაციის შემდეგ, ყირგიზების კარი ირაკლი თოდუამ აიღო. საქართველოს ნაკრებს დიდი უპირატესობა ჰქონდა და გატანის რამდენიმე შანსიც ჰქონდა, მაგრამ მიზანს ვერ ვაღწევდით. ჩვენი გუნდი საკმაოდ ბევრს უტევდა და დაცვაში ბევრი ხარვეზები გვქონდა. ყირგიზებმა ტაიმის მიწურულს კონტრშეტევებზე ორი გოლი გაგვიტანეს. რამდენჯერმე კი, საქართველოს ნაკრების კარი ზვიად კუპატაძემ იხსნა.
მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრები მეტად აქტიურობდა და ყირგიზები მხოლოდ დაცვაში იდგნენ. საბოლოოდ, 1:2 და საქართველო ყირგიზეთთან პირველ მატჩში დამარცხდა.
საქართველო-ყირგიზეთი მეორე მატჩს დღეს გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings