საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაცია 11-14 ივლისს სართველოში პირველად უმასპინძლებს ქვიშის ფრენბურთის ევროპის ჩემპიონატს.
ევროპის 33 ქვეყნიდან უცხოელ სპორტსმენებს კახეთის რეგიონი, კაჭრეთი უმასპინძლებს. ღონისძიება “ამბასადორი კაჭრეთში” გაიმართება. ჩემპიონატი 18-წლამდე ფრენბურთელებში ტარდება და მონაწილეობას იღებენ, როგორც გოგონები, ისე ვაჟები.
ქვიშის ფრენბურთის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ქვეყნებს შორის არის საქართველოც, რომელიც გოგონებსა და ვაჟებში 3-3 წყვილით იასპარეზებს.
ქვიშის ფრენბურთის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ქვეყნები არიან:
- ავსტრია
- აზერბაიჯანი
- ბელგია
- ხორვატია
- ჩეხეთი
- დანია
- ინგლისი
- ესტონეთი
- ფინეთი
- საფრანგეთი
- საბერძნეთი
- საქართველო
- გერმანია
- უნგრეთი
- ისრაელი
- იტალია
- ლატვია
- ლიტვა
- მოლდოვა
- პორტუგალია
- ნიდერლანდები
- ნორვეგია
- პოლონეთი
- სერბეთი
- სლოვაკეთი
- სლოვენია
- შვედეთი
- შვეიცარია
- თურქეთი
- რუმინეთი
- უკრაინა
- ფარერების კუნძული
- ანდორა
- სომხეთი
ქვიში ფრენბურთი არის ზაფხულის სპორტი, სადაც 8X8 ზომის ქვიშის მოედანზე 2 მოთამაშე თამაშობს. კლასიკური ფრენბურთისგან განსხვავებით სპორტის ეს მიმართულება მოთამაშეების აქტიურ ჩართულობას მოითხოვს. ქვიშის ფრენბურთი 1996 წლიდან ოლიმპიურ სახეობად გამოცხადდა და მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
აღსანიშნავია, 2024 წელი ქართული ფრენბურთისთვის განსაკუთრებული წელია. ევროპაში პირველ თოვლის ფრენბურთის ევროპის ჩემპიონატს უკვე უმასპინძლა საქართველომ და ბაკურიანმა. 1-3 მარტს გამართული ჩემპიონატი საერთაშორისო სტუმრებმა დადებითად შეაფასეს. ასევე საქართველომ უმასპინძლა კლასიკური ფრენბურთის ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურს. ახლა კი საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაცია აქტიურად ემზადება ივლისში დაგეგმილი ქვიშის ფრენბურთის ევროპის ჩემპიონატისთვის.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ფრენბურთი სწრაფი ტემპით ვითარდება. გასულ წელს გოგონათა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ისტორიული საგზურის მოპოვება მოახერხეს და პირველად დამოუკიდებელი ფრენბურთის ისტორიაში ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურის საგზური დაიმსახურეს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ნაკრების წევრი ფრენბურთელები ევროპის სხვადასხვა წამყვან კლუბებში თამაშობენ. მათ შორის არის ანა კალანდაძე, რომელიც პოლონური “დოლინა ჟეშუვის” რიგებში ასპარეზობდა. ის 2023 წლის ,,ჩემპიონთა ლიგის” ჯგუფური ეტაპის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ახალგაზრდა ფრენბურთელი კარიერას თურქეთის კლუბში “გალათასარაი” გააგრძელებს.
GIPHY App Key not set. Please check settings