პირველად ისტორიაში: საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომას უმასპინძლებს.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ფიბა-ს პრეზიდენტი ჰამან ნიანგი, აღმასრულებელი დირექტორი კამილ ნოვაკი და ფიბა ევროპის პრეზიდენტი თურდაი დემირელი ესტუმრებიან.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ფიბა-ს წარმომადგენლები საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებსაც შეხვდებიან და მომავალი ევრობასკეტისთვის მიმდინარე მოსამზადებელ პროცესს მოინახულებენ.
როგორც მოგეხსენებათ, 2022 წლის ევრობასკეტის ერთ-ერთ ჯგუფს თბილისი უმასპინძლებს. ტურნირი 1-დან 18 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings