in

საქართველო უცვლელია: ლუქსემბურგი ჩვენს უკანაა, ერთა ლიგის მომავალი მეტოქეები ჩვენზე წინ

ფიფამ თებერვლის სანაკრებო რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს მონაცემები უცვლელია: ჩვენი გუნდი კვლავ 77-ე ადგილზეა 1312.45 ქულით.

ჩვენს უკან არის ლუქსემბურგის ნაკრები, რომელსაც მოგეხსენებათ 21 მარტს ევროპის ჩემპიონატის ფლეი-ოფში უნდა შევხვდეთ. ჩვენი მეტოქე 85-ე ადგილზეა.
რაც სეეხება ფინალში სავარაუდო მოწინააღმდეგეებს, საბერძნეთის ნაკრები 49-ეა (იყო 51-ე), ხოლო ყაზახეთი მე-100 პოზზიციაზე დარჩა.

რაც შეეხება ერთა ლიგაზე ჩვენს მომავალ მეტოქეებს. საუკეთესო უკრაინის ნაკრებია, რომელიც 24-ე ადგილზეა (-2). ჩეხეთი მე-40-ეზეა (-1), ხოლო ალბანეთი 64-ეზე (-2.

რეიტინგის პირველი 10 ნაკრები:

არგენტინა 1855.20
საფრანგეთი 1845.44
ინგლისი 1800.05
ბელგია 1798.46
ბრაზილია 1784.09
ნიდერლანდები 1745.48
პორტუგალია 1745.06
ესპანეთი 1732.64
იტალია 1718.82
ხორვატია 1717.57

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კიტემ მაგრად ითამაშა და ქართველები დაამარცხა, შახტარი მარსელს დაუზავდა

სად ითამაშებს კვარა: ხვიჩა ბარსას სამ ვარიანტშია