რესპუბლიკის მოედანზე საქართველოს ნაკრების მატჩის
ღია ჩვენება გაიმართება, რის გამოც ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
ქართველი გულშემატკივრებისთვის 16 ნოემბერს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, დიდი ეკრანი დამონტაჟდება.
სატრანსპორტო შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 15 ნოემბრის 15:00 საათიდან 17 ნოემბრის 14:00 საათამდე იმოქმედებს.
მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით ისაუბრა ვეტერანმა ფეხბურთელმა და ამჟამად თბილისის მერმა.
კახა კალაძე:
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამი ქულა. მინდა, წარმატება ვუსურვო ჩვენს ბიჭებს.
როგორც წინა შემთხვევებში, ახლაც, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ რესპუბლიკის მოედანზე ქართველ გულშემატკივრებს მივცეთ შესაძლებლობა, უქომაგოს ჩვენს ეროვნულ ნაკრებს. მობრძანდით, აღნიშნული სივრცე ყოველმხირვ მოწესრიგებული იქნება. განთავსდება დიდი ეკრანი, სადაც შესაძლებლობა გვექნება, ვუგულშემატკივროთ და მხარი დავუჭიროთ ჩვენს ბიჭებს“.
ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგი შეხვედრა 16 ნოემბერს, 21:00 საათზე, ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე“ გაიმართება
GIPHY App Key not set. Please check settings