in

საქართველო უკრაინას ერთა ლიგაზე პოლონეთში ეთამაშება

საქართველოს ნაკრები სექტემბრიდან ერთა ლიგაზე ჩაერთვება და შეეცდება მსოფლიო ჩემპიონატისკენ მიმავალ გზას აქედანაც დაადგეს. მოგეხსენებათ, ჩვენს ჯგუფში არიან ალბანეთი, ჩეხეთი და უკრაინა, რომელიც რუსეთთან ომის გამო საკუთარ ქვეყანაში ვერ თამაშობს.

ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ნაკრები საქართველოს ერთა ლიგაზე პოლონეთში უმასპინძლებს. უკრაინელები თავის საშინაო მატჩების უმეტესობას სწორედ მეზობელ ქვეყანაში ატარებენ.

უკრაინა ერთა ლიგის სამ საშინაო შეხვედრას პრაღაში, პოზნანსა და ვროცლავში ითამაშებს.

საქართველოსთან მატჩი 11 ოქტომბერს ქალაქ პოზნანში გაიმართება.

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგას 7 სექტემბერს ჩეხეთთან თბილისური მატჩით იწყებს.

What do you think?

-1 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა ივლისის ბოლომდე უნდა მოგვარდეს: კვარას კაპიტნობასაც უპირებენ

მონაკო არ გამოვიდა, მიქაუტაძე ლიონში გადადის