in

საქართველო, სად იყავი ამდენ ხანს?!

ცხადია, საქართველოს ეროვნული ნაკრების დაუვიწყარ წარმატებას უცხოური მედია გამოეხმაურა. ამ რეაქციების გაცნობა ჩვენი მკითხველისთვის ძალიან საინტერესოც უნდა იყოს და საამაყოც:

“როცა გიორგი მამარდაშვილის თაობაზე და მასთან დაკავშირებულ იმედებზე 2021 წელს ჰკითხეს ესპანელ აგენტს, მას შემდეგ გავიდა დრო და ახლა მამარდაშვილი შესანიშნავად მოთამაშე საქართველოს ნაკრებთან ერთად არის ნამდვილი “კედელი”, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე უნდა გაარღვიოს ესპანეთის ნაკრებმა.

უკვე თვეებია, “ვალენსია” მზადაა ქართველი მეკარის გასაყიდად. ფენომენალურად ჩატარებული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მის მიმართ გრანდების ინტერესმა მნიშვნელოვნად მოიმატა. ახლა მამარდაშვილი 4-მილიონიან საქართველოის აზანზარებს, “ვალენსიას” პრეზიდენტი პიტერ ლიმი კი ხვდება, რომ მას გაუჭირდება, უარი თქვას 40- მილიონიან, მიმზიდველ წინადადებაზე”, – წერს “მარკა”.

“როცა ჩავი “ბარსელონას” ხელმძღვანელობამ კლუბში დარჩენაზე დაიყოლია, მისი სატრანსფერო გეგმებიდან მთავარი გახლდათ საქარველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირება და მან ამის თაობაზე საქმის კურსში ჩააყენა კლუბის ხელმძღვანელობა.

ახლა კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატზე ბრწყინავს და ნათლად გვიჩვენებს, თუ რატომ გაიღო ჩავიმ მის გადასაბირებლად ამხელა ძალისხმევა. საქართველოს ნაკრები კი შესანიშნავია ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენ არასოდეს დაგვავიწყდება გიორგი მამარდაშვილის მიერ მოგერიებული ბურთები, “მკვლელის” ინსტინქტით დაჯილდოვებული გიორგი მიქაუტაძე, ვინც მთელმა მსოფლიომ გაიცნო.

მიქაუტაძის ასეთი თამაში სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა. ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ კი, თურქეთთან და ჩეხეთთან მატჩებისგან განსხვავებით, თავისი საუკეთესო ვერსია გვიჩვენა პორტუგალიასთან შეხვედრაში.

კვარაცხელია გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი. ასევე მას ჰქონდა სამიდან სამი წარმატებული დრიბლინგი, 13 ორთაბრძოლიდან კი 9 მოიგო. “კვარას” დონის ფეხბურთელებისთვის ევროპის ჩემპიონატი ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა ის ორიენტირებულია იმაზე, რომ შეინარჩუნოს საუკეთესო ფორმა და, ამასთან ერთად, დაეხმაროს საქართველოს ნაკრებს”, – ვკითხულობთ კატალონიაში გამომავალ “სპორტში”.

“საქართველო, სად იყავი ამდენ ხანს? სად იყავი მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში? პორტუგალიასთან მოგებულ მატჩში ჯერ ხვიჩა კვარაცხელიამ შეაგდო ადრეული გოლი, მერე კი მეორე ტაიმში ტურნირის საუკეთესო ბომბარდირმა, გიორგი მიქაუტაძემ მიაღწია წარმატებას.

საქართველოს ნაკრების ტექნიკამ და სიმამაცემ ამ ქვეყანას უამრავი მეგობარი შესძინა. კვირას საქართველოს ნაკრებს თამაში აქვს ესპანეთთან, რომელშიც ის მოგებულია ნებისმიერ შემთხვევაში, მისი საბოლოო შედეგის მიუხედავად”,

საქართველოს ნაკრებმა დაამტკიცა, რომ ის სერიოზული ძალაა ნებისმიერი გუნდისთვის. ეს თავის თავზე პორტუგალიამაც გამოსცადა. მართალია, ჩვენს ნაკრებს არ ჰქონდა დიდი მოტივაცია, რადგან განაღდებული ჰქონდა ჯგუფში პირველი ადგილი, მაგრამ დიდებულად ითამაშა გიორგი მიქაუტაძემ, ხოლო გიორგი მამარდაშვილი ნამდვილი “კედელი” იყო კარის ხაზზე. ამ ქართველებმა დიდი გულებით ითამაშეს და ორბურთიანი უპირატესობით მოიგეს…

რობერტო მარტინესი დარწმუნდა, რომ მას გვარიანი სამუშაო აქვს სლოვენიასთან საპლეიოფო მატჩის წინ. უკეთესის სურვილს ტოვებდა ჩვენი გუნდის საერთო სისწრაფე და მომენტების გამოყენების პროცენტი”, – წერს პორტუგალიური “ა ბოლა”.

“ქართველების გამარჯვება არის ვილი სანიოლის გამარჯვებაცა. მისი ფეხბურთელები თამაშობენ “უოტფორდში”, “ლევანტეში”, “შტურმში”, “კრაკოვში”, აპოელ-ში და მათ ყველას დაუმტკიცეს თავიანთი დონე თურქეთთან, ჩეხეთთან და პორტუგალიასთან მატჩებში. ევრო 2024-ის კონკიამ შოკში ჩააგდო პორტუგალიის ნაკრები და სამოთხისკენ გაუძღვა თავის ემოციურ და ხმაურიან ქომაგებს, რომლებიც 3,7-მილიონიან ქვეყანას წარმოადგენენ”, – წერს ფრანგული “ფიგარო”.

“საქართველოს ნაკრების ზღაპარი გრძელდება. ფიფა-ს რეიტინგში 74-ე ადგილზე მყოფი გუნდი გავიდა მერვედფინალში, სადაც შეხვდება ესპანეთს. “ჯვაროსნები” ამ წარმატებას მხოლოდ სითამამესა და ხასიათის სიმტკიცეს არ უნდა უმადლოდნენ, რადგან მათი კონტრშეტევები განმგმირავი იყო. კერძოდ, მარგალიტმა კვარაცხელიამ საოცარი პერფორმანსი დადგა.

პსჟ-ის ინტერესის ობიექტმა მრავალგზის დაახვია თავბრუ პორტუგალიურ დაცვას და დაადასტურა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბია კონტინენტზე. გიორგი მიქაუტაძის “ორმაგი ხიდი” (როცა ბურთი ფეხებშუა გაუტარა მცველს ფეხებს), მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი დასამახსოვრებელი მომენტია”, – წერს კიდევ ერთი პოპულარული ფრანგული გამოცემა “ლე პარიზიენი”.

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დაიბრუნე ბურთი, მეკარე მოიგერიე… საქართველო სამ კომპონენტში ლიდერია

ცხოვრებაში ბევრი რამ მინახავს, მაგრამ ეს 10 დღე… საქართველო იქნება მთავარი აღმოჩენა