მსოფლიო წყალბურთის მმართველმა ორგანომ (fina) დასრულებული ოლიმპიადის შემდეგ, განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.
რეიტინგში სასიამოვნო სიახლეა საქართველოს ნაკრებისთვის. დეიან სტანოიევიჩის გუნდმა რუსეთს გადაასწრო და ამჟამად მსოფლიოში მე-13 ადგილზე იმყოფება.
ჩვენმა ნაკრებმა წელს ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირზე პირველად იასპარეზა და ცოტა დააკლდა ტოკიოში მოსახვედრად. საქართველოს ნაკრები მომავალ ოლიმპიურ ჩემპიონ საბერძნეთთან ერთი ქულით დამარცხდა.
რეიტინგს ოლიმპიური ჩემპიონი საბერძნეთი ლიდერობს.
GIPHY App Key not set. Please check settings