in

საქართველო რთულ ჯგუფში მოხვდა: წილისყრამ ძველი ნაცნობები შეგვახვედრა

ციურიხში, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.

საქართველოს ნაკრები ოთხგუნდიან E ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები თურქეთი, ბულგარეთი და ესპანეთი-ნიდერლანდების წყვილში გამარჯვებული იქნებიან.

ბულგარეთს ახლახან ვეთამაშეთ ერთა ლიგის შესარჩევში, თურქეთი ევრო 2024-ზე გვყავდა, ესპანეთს ხომ სულ ვხვდებით, ნიდერლანდებიც მოვსინჯეთ ამხანაგურში. ასე რომ, უცნობი არცერთი არ არის.

მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები მიიღებენ, მეორეადგილოსნები კი, ბრძოლას პლეი-ოფში გააგრძელებენ. E ჯგუფის მონაწილეებისთვის საკვალიფიკაციო ეტაპი 2025 წლის სექტემბერში დაიწყება.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება. ტურნირი სამს ქვეყანა – აშშ, კანადა და მექსიკა უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ყველაზე იაფი მანქანა კრიშტიანოს ავტოფარეხში: ალ-ნასრის საჩუქარი ახალი სპონსორის პატივსაცემად

ვიდეო: შენგელიამ ორმაგი დუბლით ყოფილი გუნდი დაამარცხა