in

საქართველო რეიტინგში დაწინაურდა

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოპოვებული ორი გამარჯვების შემდეგ რეიტინგში დაწინაურდა.

მაკედონიელებთან მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ, ჩვენ გუნდს 16.8 ქულა დაემატა და ორი საფეხურით წინ წაიწია. ქართველი “ჯვაროსნები” მსოფლიოში 38-ე, ევროპაში კი მე-18 ადგილზე არიან.

ზუროსის გუნდს მიმდინარე ტურნირში მხოლოდ 2 მატჩი დარჩა ჩასატარებელი: 1 ივლისს – უკრაინაში და 4 ივლისს – ესპანეთთან. სწორედ ამის მერე გაირკვევა, ქართველ კალათბურთელებს მე-2 ჯგუფურ ეტაპზე რამდენი გამარჯვება გადაჰყვებათ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამუკელაშვილის 8 ქულა და 4 მოხსნა ოკლაჰომასთან

ესპანელი მენეჯერი: მამარდაშვილი ბარსელონასაც შევთავაზე