საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგური შეხვედრა გამართა და ფრედ ითამაშა – 1:1.
ევროპის ჩემპიონატის შემდეგ საქართველოს ნაკრებისთვის პირველი მატჩი იყო და ავთანდილ ასათიანმაც ბევრ ახალ სახეს მისცა თავის გამოჩენის საშუალება. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, საქართველოს ნაკრებში კვლავ ითამაშა ფუმასამ. ასევე ითამაშა ბინიომ, რომელმაც ევროპის ჩემპიონატი ტრავმის გამო გამოტოვა.
ანგარიში მე-4 წუთზე ვახტანგ კეკელიამ გახსნა, რომელმაც შოთა თოფურიას პასით ისარგებლა. ნიდერლანდელებმა ანგარიში პირველივე ტაიმში საიდ ბუზამბუს გოლით გაათანაბრეს.
საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა შემდეგი შემადგენლობით ჩაატარა: ბუკია, თოფურია, კეკელია, სებისკვერაძე, კურტანიძე. შეცვლაზე ითამაშეს ჯამბურიამ, ჩიმაკაძემ, ტყეშელაშვილმა, ბინიომ, ფუმასამ, ქურდაძემ, გიორგაიამ, თოდუამა და ჯვარაშვილმა.
საქართველოსა და ნიდერლანდების მორიგი მატჩი დღეს გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings