ფიფამ ახალი მსოფლიო რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ნაკრებმა წინსვლა განიცადა და 4 საფეხურით დაწინაურდა.
საქართველო ახლა 66-ე გუნდია.
გავიხსენოთ, სექტემბერში ჩვენებმა ორიდან ორი მოიგეს: ჯერ თბილისში ჩეხეთი 4:1 მილეწეს, შემდეგ კი ტირანაში ალბანეთი 1:0 დაამარცხეს.
მსოფლიო რეიტინგის ხუთეული უცვლელია: არგენტინა, საფრანგეთი, ესპანეთი, ინგლისი და ბრაზილია.
GIPHY App Key not set. Please check settings