in

საქართველო მსოფლიოს დილით ითამაშებს: ფიბამ მატჩების დაწყება დაადგინა

საქართველოს ნაკრებმა კალათბურთში პირველად მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება. ფილიპინების დედაქალაქ მანილაში გამართულმა წილისყრამ კი ჩვენი მეტოქეები გაარკვია. ახლა კი გაირკვა თუ როდის, რომელ საათზე დაიწყება საქართველოს ნაკრების თამაშები.

საქართველოს მეტოქეები მსოფლიო ჩემპიონატზე ცნობილია: ამ ჯგუფიდან გასვლა შეიძლება

შეგახსენებთ, საქართველო იაპონიაში გასამართ ქვეჯგუფში მოხვდა და რადგან ამომავალი მზის ქვეყანაში მზე უფრო ადრე ამოდის, თამაშის დაწყების დროც ჩვენთვის ცოტა უცნაური გამოდის.

მოკლედ, საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს თბილისის დროით 12:00 საათზე გამართავს. მეორე შეხვედრა სლოვენიასთან 15:30 საათზეა, ხოლო მესამე, ვენესუელასთან ისევ 12:00-ზე.

მსოფლიო ჩემპიონატი 25 აგვისტოს დაიწყება და მას სამი ქვეყანა უმასპინძლებს – იაპონია, ფილიპინები და ინდონეზია.

რვა ჯგუფის საუკეთესო პირველ-მეორეადგილოსნები ბრძოლას მეორე ჯგუფურ ეტაპზე განაგრძობენ. მესამე და მეოთხე ადგილზე გასულები საკლასიფიკაციო ტურნირში ჩაერთვებიან.

მსოფლიო თასი 2023

F ჯგუფის განრიგი

26 აგვისტო
12:00 კაბო-ვერდე – საქართველო
15:30 სლოვენია – ვენესუელა

28 აგვისტო
12:00 ვენესუელა – კაბო-ვერდე
15:30 საქართველო – სლოვენია

30 აგვისტო
12:00 საქართველო – ვენესუელა
15:30 სლოვენია – კაბო-ვერდე

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდაშვილი ტურის საუკეთესო მეკარეა

პსჟ-მ კვარა უნდა შეიძინოს