in

საქართველო მსოფლიოსთვის დააწყვილეს: აქაც ესპანეთი, კიდევ ორი… გასარკვევია

საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა. ფიბამ დოჰაში ყველას კენჭისყრა ჩაატარა, მათ შორის ბუნებრივია ევროპული ნაწილისთვის. ველოდებოდით საქართველოს ნაკრების მეტოქეებს და… თან ვიცით და თან არა.

საქმე ისაა, რომ 4-გუნდიან ჯგუფში უეჭველი შეგვხვდა… რა თქმა უნდა, ესპანეთი. ეს ქვეყანა ჩვენი ბედი მდევარი გახდა, ფეხბურთში და კალათბურთში სულ ერთმანეთს ვეთამაშებით. კიდევ ორი მეტოქის ვინაობა კი გასარკვევია, რომელიც საკვალიფიკაციოების შემდეგ გვეცოდინება.

ერთი – პრესაკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებული, ანუ სლოვაკეთი, შვეიცარია ან უკრაინა (ჯგუფში საუკეთესო);
მეორე – ამავე ეტაპის მეორეადგილოსანი, ანუ დანია, ნორვეგია ან ხორვატია (მე-2 ადგილზე გასული).

ევროპის ზონის პრესაკვალფიკაციო ეტაპი აგვისტოში გაიმართება, ხოლო ძირითადი ეტაპი ნოემბერში დაიწყება. მსოფლიო ჩემპიონატზე 32 გუნდი ითამაშებს, მათ შორის 12 ევროპული ნაკრები.

ჯგუფში ყველა ერთმანეთს ორჯერ, შინ და გარეთ შეხვდება. საუკეთესო 3 გუნდი მომდევნო ეტაპზე გადის.

მეორე ეტაპზე 24 გუნდი 4 ახალ ჯგუფში გადანაწილდება, თითოეულში 6 ნაკრები. პირველ ეტაპზე ნაჩვენები შედეგები ყველას გადაყვება.

გუნდები ახალ ჯგუფებში დაუპირისპირდებიან იმ ნაკრებებს, რომელთაც არ შეხვედრიან – ორჯერ, შინ და სტუმრად. თითო ჯგუფიდან საუკეთესო სამი გუნდი ყატარის მუნდიალზე წავა.

მსოფლიო ჩემპიონატი 2027 წლის 27 აგვისტოს დაიწყება და 12 სექტემბერს დასრულდება.

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა პირველად 2023 წელს მიიღო. სადებიუტო ტურნირზე ჩვენმა გუნდმა მეორე ჯგუფურ ეტაპზე გასვლა მოახერხა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ანჩელოტის გამო: ბრაზილია მუნდიალის ფავორიტი გახდა