in

საქართველო მსოფლიომდე 7-ჯერ ითამაშებს

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ისტორიაში პირველად მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება, ამ დიდი მოვლენისთვის კი სათანადო მომზადებაა საჭირო.

პირველი მატჩი 26 აგვისტოს გვიწევს, მომზადებას კი ჩვენი გუნდი ერთი თვით ადრე დაიწყებენ.

კალათბურთელები ჯერ თბილისში გაივლიან სამედიცინო შემოწმებას, შემდეგ იგეგმება სლოვენიური შეკრება, რასაც მოჰყვება საკონტროლო მატჩები ტრევიზოსა და ბალტიისპირეთში.

ნაკრების თამაშებს გულშემატკივარი თბილისშიც იხილავს: მერიის თასისთვის იორდანია, ირანი და მონტენეგრო გვეწვევიან.

გენერალური რეპეტიცია კი ავსტრალიის ნაკრებთან მატჩი იქნება, 22 აგვისტოს, იაპონიის ქალაქ ოკინავაში.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბერლუსკონის საფეხბურთო ცხოვრების სიკაშკაშე: პირველი სკუდეტოდან მონცამდე

მზად ვართ წარმატებული სერიის გასაგრძელებლად: საქართველო კვიპროსთან ხვალ წავა