in

საქართველო, მიყვარხარ, მალე შევხვდებით: რამდენს მიიღებს მერაბ დვალიშვილი ქამრის მოგებისთვის

ლას ვეგასში UFC 306-ზე საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილმა შონ ო’მალი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონით კატეგორიის ჩემპიონი გახდა.

ქართველმა მებრძოლი ო’მალის დამარცხებით ბონუსების ჩათვლით 500 000 დოლარს მიიღებს.

დვალიშვილმა ორგანიზაციაში ზედიზედ მე-11 ბრძოლა მოიგო.

შეგახსენებთ, ილია თოფურიას შემდეგ, მერაბ დვალიშვილი მეორე ქართველი მებრძოლია, რომელიც UFC-ის ჩემპიონი გახდა.

არის ქამარი: მერაბ დვალიშვილი UFC-ის ჩემპიონია!

ბრძოლის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჩემპიონმა თქვა, რომ ის საქართველოსთვის იბრძვის.

„პირველი ემოცია საოცარი იყო, თავს ვერ ვაკონტროლებდი. როდესაც წამოვდექი, მაშინ გავაცნობიერე, რომ ქამარი ჩემი იყო. ახლა ვაანალიზებ, რაც მოხდა. სამი ყოფილი ჩემპიონი დავამარცხე, შონი მეოთხე იყო. მე ქამარი მაქვს.

არენა ბრწყინვალე იყო, სრულიად განსხავევებული გამოცდილება იყო ჩემთვის „სფეროში“ ბრძოლა. თუმცა საკუთარ თავზე კონტროლს არ ვკარგავდი და საქმეზე ვიყავი ორიენტირებული.

ქართველი ვარ, საქართველომ ყველაფერი მომცა, ჩემი ქვეყნისთვის ვიბრძვი და მზად ვარ, მისთვის თავიც გავწირო. ბედნიერი ვარ იმით, რომ ქართველი გულშემატკივრები გავახარე“, – განაცხადა დვალიშვილმა.

პრესკონფერენციის ბოლოს მან ქომაგებს ქართულად მიმართა: „საქართველო, მიყვარხარ, ჩვენ ეს შევძელით, მალე შევხვდებით“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გიორგიმ გიორგის… კაშიამ გოლი სლოვანს გაუტანა, წიტაიშვილმა პირველი პასი გააკეთა, შენგელიამ ორი ასისტი – ლეგიონერები

ხვიჩა იტალიაში საუკეთესო ფეხბურთელია