in

საქართველო მეორე ამხანაგურს აღარ ითამაშებს: ნაკრები ავსტრიაში შეიკრიბება

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ევროპის ჩემპიონატისთვის 26-კაციანი განაცხადი დაასახელა.

ევროპული საქართველო გაირკვა: ვილი სანიოლმა ევრო 2024-ის შემადგენლობა დაასახელა

პრესკონფერენციას ესწრებოდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი, რომელმაც ნაკრების ამხანაგურ მატჩზე გააკეთა კომენტარი.

“2 ივნისს სრულად შევიკრიბებით. შეკრებას ავსტრიაში გავივლით, რადგან წინასწარ შეთანხმებულ ნაკრებებთან ამხანაგურები თბილისში, მათი უარის გამო აღარ გამოვა, ისინიც ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ”, – განაცხადა იაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე ერთ სპარინგს გამართავს, 9 ივნისს პოდგორიცაში მონტენეგროსთან.

ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს 18 ივნისს, თურქეთის წინააღმდეგ გამართავს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ევროპული საქართველო გაირკვა: ვილი სანიოლმა ევრო 2024-ის შემადგენლობა დაასახელა

შრომა, დისციპლინა და მიდგომა: სანიოლს ზედმეტი წნეხი არ უნდა – ოცნება ბედნიერებაში გადაიზარდა