in

საქართველო კარგი გუნდია, ეტყობა იცის, რა უნდა

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის წინ მონტენეგრო სტუმრად 3:1 დაამარცხა, საკმაოდ მისაღები ფეხბურთი აჩვენა და კარგ ხასიათზე გაემგზავრა გერმანიაში. მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა მონტენეგროს მწვრთნელმა რობერტ პროსინეჩკიმ, რომელსაც მადრიდს „რეალში“ უთამაშია და ხორვატიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიოანტის პრიზიორია.

რობერტ პროსინეჩკი:

“ძალიან რთული თამაში იყო. გვქონდა კარგი მომენტები, მაგრამ ნაკლიც დავინახეთ. მეტოქეს წარმოუდგენელი გადასვლები ჰქონდა და კონტრშეტევაზე კარგად გადმოდიოდა. პირველი გოლი კუთხურიდან გავუშვით, შემდეგ ავნერვიულდით. მეორე ტაიმი უკეთ ჩავატარეთ. ივნისში სათანადოდ სათამაშოდ მზად არ აღმოვჩნდით, რადგან ყველას სეზონი დაუსრულდა და შვებულებაზე ფიქრობდნენ.

საქართველო ნაკრები პატივისცემას იმსახურებს. ძალიან კარგად ორგანიზებული გუნდია. ვუყურე მათ ბოლო ოთხ მატჩს. ევრო პლეი ოფის ფინალში პენალტების სერიით მოუგო გუნდს, რომელიც შესაძლოა, მასზე უფრო ძლიერი იყო.

აშკარაა, რომ ვილი სანიოლმა შესანიშნავი ნაკრები ჩამოაყალიბა და ძალიან კარგი მოთამაშეები შეკრიბა. ჩანს, რომ გუნდში კარგი ატმოსფეროა და იციან, რა უნდათ“.

მონტენეგრომ წინა ამხანაგური ბელგიასთან 0:2 წააგო და პრესამ დაწერა, რომ ახლა ევროპის ჩემპიონატის კიდევ ერთი მონაწილე მათი გუნდისთვის ზედმეტად ძლიერი იყო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ეს გამარჯვება მომდევნო მატჩებისთვის ბევრს ნიშნავს: ვილი სანიოლი

ვიდეო: ინგლისმა და მსოფლიომ ფეხბურთის თამაშით 15 მილიონი იშოვეს და ბავშვებს დაეხმარებიან