საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი-აუტს სომხეთთან „დინამო არენაზე“ ითამაშებს. ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა განაცხადა.
„დინამო არენაზე“ პრობლემების ნაწილი მოგვარებულია, მაყურებლებისთვის მხოლოდ 6000 ადგილი იქნება შეზღუდული. ბილეთების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – განაცხადა მუჯირმა.
დაიკეტება პირველი იარუსის 6 სექტორი.
საქართველო სომხეთთან პირველ მატჩს 20 მარტს სტუმრად გამართავს, ხოლო თილისში თამაში 23 მარტს ჩატარდება.
ორი მატჩის ჯამში გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონში შეინარჩუნებს ადგილს.
GIPHY App Key not set. Please check settings