5 ივნისს, თბილისში, ბორის პაიჭაძის დინამო არენაზე ვილი სანიოლის გუნდი ფარერის კუნძულებს დაუპირისპირდება. 8 ივნისს, საქართველოს ნაკრები აფრიკის ზონის წარმომადგენელს, კაბო-ვერდეს ნაკრებს ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს.
ორივე მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის მსოფლიოს 2026 წლის საკვალიფიკაციო რაუნდის მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს. მატჩზე დასასწრები ბილეთების რეალიზაციის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით მოგვიანებით გაგაცნობთ. ორივე ამხანაგური მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, სომხეთთან ერთა ლიგაზე ჩატარებული მატჩების შემდეგ ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა თქვა, რომ ივნისის სპარინგების დროს შანსი იმ ფეხბურთელებს მიეცემათ, რომლებიც ძირითადში ნაკლებად ხვდებიან და ერთ მაგალითად მეკარე ლუკა გუგეშაშვილი მოიყვანა.
GIPHY App Key not set. Please check settings